ვროკავშირმა ონლაინ გაყიდვების პლათფორმა Temu 200 მილიონი ევროთი დააჯარიმა, ევროკავშირის ბაზრისთვის ხარისხობრივად შეუსაბამო პროდუქციის გაყიდვისთვის. ამას წინ უძღოდა გამოძიება, რომელმაც დაადგინა, რომ ჩინური გიგანტი ცოტას თუ აკეთებს მავნე და უკანონო პროიდუქციისგან საკუთარი მომხმარებლის დასაცავად. ეს ეხება ისეთ მგრძნობიარე პროდუქტებს,როგორიცაა საბავშვო სათამაშოები, ტანსაცმელი თუ ტექნიკა.მათში მავნე ნივთიერებები იქნა აღმოჩენილი.
„დღეს ჩინური ონლაინპლატფორმა Temu 200 მილიონი ევროთი დააჯარიმდა, რადგან ევროკავშირის ციფრული სერვისების შესახებ კანონი დაარღვია. კომპანიას ევროკავშირში დაახლოებით 130 მილიონი მომხმარებელი ჰყავს, თუმცა სათანადოდ არ აკონტროლებს მის პლატფორმაზე გაყიდულ უკანონო და საფრთხის შემცველ პროდუქციას. საუბარია ბავშვებისთვის საშიშ სათამაშოებზე, უსაფრთხოების ნიშნების მითითების გარეშე გაყიდულ ელექტრონულ ნივთებზე, ასევე ტანსაცმელსა და სამკაულებზე, რომლებიც მავნე ქიმიურ ნივთიერებებს შეიცავს. ევროკავშირის პოზიციით, თუ კომპანიებს სურთ 450 მილიონიან ევროპულ ბაზარზე წვდომა, ისინი ვალდებული არიან დაიცვან დამკვიდრებული წესები და სრულად აიღონ პასუხისმგებლობა იმ რისკებზე, რასაც მათი მომსახურება მოქალაქეებს უქმნის“- ამბობს ევროკომისიის სპიკერი,ტომას რენიერი.
ჩინური ონლაინ პლათფორმა Temu-მ მსოფლიოს მასშტაბით პოპულარობა მრავალფეროვანი და რაც მთავარია იაფი პროდუქცით მოიპოვა.ევროკავშირში მიიჩნევენ, რომ კომპანიამ ვერ შეძლო სისტემური რისკების იდენტიფიცირება და ანალიზი, რითიც საფრთხე შექმნა ევროკავშირის მოქალაქეეისთვის. ამგვარი დარღვევების გამოვლენაზე ვროკავშირში სპეციალური ზომებია გათვალისწინებული, ტომელსაც ციფრული სერვისების ევროპული აქტი არეგულირებს.
