სომხეთში მოახლოვებულ საპარლამენტო არჩევნებამდე რამდენიმე დღით ადრე ქვეყნის პრემიერს მხარდაჭერას პირადად დონალ ტრამპი უცხადებს. აშშ-ის პრეზიდენტმა ნიკოლ ფაშინიანის შესახებ საკუთარი სოციალური მედიის „Truth Social-ის”გვერდზე დაწერა და ის მიზეზები ჩამოთვალა, რის გამოს სამხრეთ კავკასიის ამ ქვეყნის მეთაურს მისი სრული მხარდაჭერა აქვს.
„სომხეთის პრემიერ-მინისტრი ნიკოლ ფაშინიანი, დიდი მეგობარი და ლიდერი, თავის ქვეყანას ძლიერს, მდიდარსა და ძალიან უსაფრთხოს ხდის! ნიკოლი სრულად იზიარებს ჩემს ხედვას მშვიდობისა და კეთილდღეობის შესახებ სომხეთისა და სრულიად სამხრეთ კავკასიის რეგიონთან მიმართებაში. ჩვენი სახელმწიფო მდივანი, მარკო რუბიო, ახლახანს სტუმრობდა სომხეთს, სადაც წინ წაწია რამდენიმე მნიშვნელოვანი შეთანხმება ჩვენი ორი ქვეყნისთვის. მალე შეერთებული შტატები და სომხეთი ერთად ჩაყრიან საფუძველს საერთაშორისო მშვიდობისა და კეთილდღეობისთვის ტრამპისეულ გზაზე, რომელიც გარდაქმნის სამხრეთ კავკასიას და დაეხმარება ჩვენს შესანიშნავ ამერიკულ ენერგეტიკულ კომპანიებს წვდომა ჰქონდეთ ცენტრალური აზიიდან შეერთებულ შტატებამდე. სწორედ ამიტომ, ნიკოლს ჩემი სრული მხარდაჭერა აქვს 2026 წლის 7 ივნისს ხელახალი არჩევისთვის. ნიკოლის დახმარებით, ჩვენ შეერთებულ შტატებს, სომხეთს, სამხრეთ კავკასიას და ცენტრალურ აზიას უფრო მაღალ სიმაღლეებზე ავიყვანთ. კვლავ გავხადოთ სომხეთი დიდებული - MAGA!“- წერს დონალდ ტრამპი.
ესეც რომ არა, მიმდინარე კვირას ერევანში ოფიციალური ვიზიტით ჩასული აშშ-ის სახელმწიფო მდივანი მარკო რუბიო და დედაქალაქებს შორის გაფორმებული ყოვლისმომცველი სტრატეგიული პარტნიორობის ქარტია უკვე იყო იმის ნიშანი,რომ სომხეთს თეთრი სახლის ადმინისტრაციის დიდი მხარდაჭრა აქვს.
თავად ნიკოლ ფაშინიანი ამ სამხრეთ კავკასიური ქვეყნის პრემიერის თანამდებობას 2018 წლიდან იკავებს. ამ დროის მანძილზე გამართული არაერთი საპროტესტო ტალღის მიუხედავად ხელისუფლება შეინარჩუნა და მთიანი ყარაბაღის კონფლიქტში დამარცხებისა და მგრძნობიარე ტერიტორიული ფაქტორების ფონზემხარდამჭერთა რიცხვი მაინც შეინარჩუნა. ბოლო პერიოდში კი კავშირები გააძლიერა დასავლეთთან, რითიც მოსკოვის ბრაზი გამოიწვია. ამის ბოლო გამოხატულება გუშინდელი დღე იყო, როდესაც მოსკოვი ერევანს ბუნებრივი აირისა და ნავთობპროდუქტების მიწოდების შეწყვეტით დაემუქრა, თუ ის ევროკავშირთან დაახლოებას განაგრძობს.
ამ მიმაღთულებით კი ერევანს სერიოზული გეგმები აქვს, ბოლო მოლაპარაკებების თანამხად ქვეყანას შენგენის ზონაში უვიზო მიმოსვლის საკითხზეც მწვანე შუქი აქვს. გასული წლის მარტში კი სომხეთის პარლამენტმა ხმათა უმრავლესოით მიიღო ევროკავშირში ინტეგრაციის აქტი, რაც ოფიციალურად ადასტურებს სომხეთის ევროკავშირში გაწევრების ნებას.
საარჩევნოდ ჩატარებული ბოლო გამოკითხვების თანახმად, ნიკოლ ფაშინიანი ამჟამად პრო-რუსულად განწყობილი მეტოქეებს უსწრებს.
