კატეგორიები

ვალენსია -ევროპის მზიანი სპორტული მოედანი

ვალენსია -ევროპის  მზიანი სპორტული მოედანი
ვალენსიის რეგიონმა უკვე დაიმკვიდრა თავი, როგორც მსოფლიო დონის ადგილმა, სადაც ელიტური სპორტული შეჯიბრებები ხემლთაშუა ზღვისპირეთისთვის დამახასიათებელი ცხოვრების სტილის ფონზე იმართება.

ვალენსიის რეგიონი, გარდა იმისა, რომ ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული ადგილია ევროპაში შვებულების გასატარებლად, სპროტსმენების სამოთხეც არის. ალიკანტეში იმართება იალქნიანი ნავების შეჯიბრება „ოკენაის რბოლა“, ლა-ნუსიაში ტარდება წვრთნები  მძლეოსნობაში და ზოგადად ეს რეგიონი სპორტსმენებს უნიკალურ „სპროტულ სამოთხეს“ სთავაზობს.

ისეთი სპორტსმენები, როგორიცაა ყოფილი ესპანელი სპორტსმენი ევა ნარანხო, რომელიც ხუთჯერ იყო მსოფლიო ჩემპიონი ტაილანდურ კრივში, ახლა 3500 კვადარატული მეტრი ფართობის მქონე სპროტულ კომპლექსს მართავს. თანაც რეგიონში როგორც წესი კარგი ამინდია.

დაძაბული შრომის შემდეგ დასვენება 9 კილომეტრზე გაშენებულ ტურიას პარკში შეიძლება, რომელიც ქალაქის ფილტვებია და თან ამ პარკში ნებისმიერი იპოვის გასართობს. სპორტული მოედნები აქაურობის მთავარი ღირსებაა. ხალხი აქ მოდის, რომ ირბინოს, ივარჯიშოს უშუ, პილატესი და იოგა. ოქროს მედლისთვის მოასპარეზე პროფესიონალი სპროტსმენი იქნება თუ უბრალოდ ჯანმრთელობაზე მზრუნველი ადამიანი, ესპანეთის ვალენსიის რეგიონი ნებისმიერისთვის საუკეთესო სპროტული მოედანია ევროპაში.

ავტორი: კრისტინა ხინერი

დაკავშირებული ამბები
ვალენსია -ევროპის მზიანი სპორტული მოედანი მოგზაურობა ჰონგ-კონგში