NASA-მ Artemis-ის პროგრამის ფარგლებში მთვარეზე მუდმივი ბაზის შექმნის გეგმები წარადგინა. NASA-ში ამბობენ, რომ 2026 წლის მისიისთვის უკვე გამოყვეს მთვარეზე დაჯდომის აპარატები, მთვარემავალები და დრონები. მთვარის სამხრეთ პოლუსთან დასაშვებ მოდულებს ჯეფ ბეზოსის კომპანია Blue Origin გაგზავნის.
„Moon Base 1 ისტორიაში პირველი კერძოდ დაფინანსებული მისია იქნება, რომელიც მთვარეზე დასაშვებ აპარატს გაგზავნის. Blue Origin-ის Mark 1 Endurance Lander რამდენიმე ტვირთს მთვარის სამხრეთ პოლუსის სტრატეგიულ ზონას, შეკლტონის დამაკავშირებელს მიაწვდის. ყველა მისია, რომელიც მთვარის ბაზას ემსახურება, გვეხმარება გავიგოთ მეტი და შევამციროთ ეკიპაჟიანი მისიების რისკები. თუმცა, ეს მისია განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რადგან Blue Origin-ს Artemis-ის პროგრამაში მნიშვნელოვანი როლი უჭირავს. გაშვების ყველაზე ადრეული სავარაუდო თარიღი 2026 წლის შემოდგომაა. Moonbase 2 იქნება ყველაზე დიდი კომერციული ტვირთი იქნება, რომელიც ოდესმე მთვარის ზედაპირზე გადმოუტანიათ. მთვარის ამ ბაზის პროგრამის ფარგლებში, თითქმის ყველა მისიაზე რეკორდების დამყარებას ველოდებით. Astrobotic-ის Griffin Lander მთვარის ზედაპირზე 500 კილოგრამზე მეტ ტვირთს გადაიტანს, მათ შორის Astrolab-ის FLIP ტიპის მთვარემავალს. ეს მისია ხელს შეუწყობს იმ შესაძლებლობების განვითარებას, რომლებიც აუცილებელია მთვარეზე სამომავლო ტრანსპორტისთვის, ავტონომიური ოპერაციებისთვის, ლოჯისტიკისთვისა და განსაკუთრებით ასტრონავტების გადაადგილებისთვის განკუთვნილი LTV სისტემისთვის,“ - განაცხადა NASA-ს ადმინისტრატორმა, ჯაერდ აიზეკმანმა.
NASA-ში ამბობენ, რომ მთვარის ბაზა ასტრონავტების მთვარეზე დიდი ხნით გაჩერებას უზრუნველყოფს.
„იმედი გვაქვს, რომ მეორე ფაზაში ჰერმეტული მთვარემავალის მეშვეობით გარკვეული საცხოვრებელი ადგილი გვექნება. სწორედ იქ შეძლებენ ასტრონავტები ადამიანებისთვის სერტიფიცირებულ დასაშვებ აპარატზე გადმოსვლას. შემდეგ ჰერმეტულ როვერში გადასვლას და, ფაქტობრივად, მთვარეზე მუშაობასა და მის შესწავლას მოკლევადიან საცხოვრებელ გარემოში. ამის შემდეგ ისინი სხვადასხვა ლოკაციაზე გადაადგილდებიან, სადაც ჰერმეტული მთვარემავალებიდან გადმოსვლას შეძლებენ. შესაძლოა მთვარის ზედაპირზე გადასაადგილებელ სპეციალურ მანქანაში გადაჯდნენ და EVA კოსტიუმებით კიდევ უფრო შორსაც წავიდნენ“, - განაცხადა NASA-ს მთვარის ბაზის პროგრამის აღმასრულებელმა დირექტორმა, კარლოს გარსია-გალანმა.
NASA-ს ინფორმაციით, Artemis III-ის მისიის გაშვება ამჟამად 2027 წლის შუა პერიოდისთვის იგეგმება, ხოლო ასტრონავტების მთვარეზე დაშვება შესაძლოა უკვე 2028 წლისთვის მოხდეს.
