შვედეთის დედაქალაქ სტოკჰოლმში, რომელიც 14 კუნძულზეა გაშენებული, ერთმა შვედურმა სტარტაპმა ისეთი ბორნები დააპროექტა, რომელთაც შეუძლიათ უკეთესობისკენ შეცვალონ მგზავრების ყოველდღიური ცხოვრება მთელ მსოფლიოში.
გუსტავ ჰასელსკოგი, კომპანია CANDELA-ს ხელმძღვანელი, რომელმაც CANDELA 2014 წელს დააფუძნა, ცენტრალურ სტოკჰოლმში, ფრიჰამნენის პორტში მდგარი თავისი ფუტურისტული ბორნის გემბანზე ადის. დაბალი და პრიალა ბორან P12-ს, რომელიც ნავმისადგომიდან გადის, უფრო მეტი თვითმფრინავის ფუზელაჟთან აქვს საერთო, ვიდრე ტრადიციულ სამგზავრო ბროანთან.
ეს ბორანი მსოფლიოში მგზავრების გადაყვანაზე გათვლილი პირველი ელექტრო-ჰიდროფოილური ნავია, რომელიც წყალქვეშა ფრთებით არის აღჭურვილი. ფრთებს კომპიუტერი მართავს და მათი წყალობით ბორანი წყალზე „დაფრინავს“.
ლარს ბილსტრემი, CANDELA-ს კაპიტანი
“ახლა ჩვენი სიჩქარე 7 კვანძია, როცა სიჩქარეს სრულად 17 კვანძამდე გავზარდით, ბორანი წყლის ზედაპირის ზემოთ დგება და ამის მერე დაახლოებით 25 კვანძით მივქრივართ, წყლის ზედაპირიდან 30 სანტიმეტრით მაღლა დგას ბორანი და ერთ საზღვაო მილზე 9 კილოვატის ელექტროენერგიას ხარჯავს - რაც ერთი დოლარი ღირს,” - განმარტავს ლარს ბილსტრემი, CANDELA-ს კაპიტანი. “როდესაც ბორანი წყლის ზედაპირის ზემოთ ადის, წყლის წინააღმდეგობის ძალა 80-85 პროცენტით იკლებს. ეს ბორანი ერთ საათში იმუხტება. როგორც წესი, 40 საზღავო მილს გავდივართ და 30 მგზავრის გადაყვანა შეგვიძლია“.
“ერთ-ერთი ყველაზე კარგი მიღწევა ის არის, რომ ბორანი, ფაქტობრივად, არავითარ კვალს არ ტოვებს გარემოზე,” - გვიხსნის თავად გუსტავ ჰასელსკოგი, CANDELA-ს დამფუძნებელი და ხელმძღვანელი. “ჩვენ არ ვწვავთ ბევრ ელექტროენერგიას, რაც ძალიან დიდი მიღწევაა წყლის ტრანსპორტისთვის, რადგან მოხმარებული ენერგიის დონის შემცირება შეგიძლია. დაახლოებით 80%-ით ვამცირებთ ენერგიას, რის გამოც საწვავის ფასიც მცირდება. ეს ნიშნავს, რომ ასეთი ბორანი ტრადიციულ დიზელზე დამოკიდებულ ძველ ბორნაზე იაფია. ბორანი მგზავრების გადაყვანისას დაახლოებით 15-ჯერ მეტ საწვავს ხარჯავს კილომეტრზე ერთ მგზავრზე ქალაქის ავტობუსთან შედარებით. ამიტომ მიუხედავად იმისა, რომ ქალაქების უმეტესობაში ბორნით მგზავრების გადაყვანას მცირე წილი უკავია, საზოგადოებრივი ტრანსპორტის მავნე გამონაბოლქვის მოცულობაში მასზე მაინც ძალიან დიდი წილი მოდის. ასე რომ, ამ ახალი ტექნოლოგიის წყალობით ცე-ო-ორის CO2 დიდი დოზით შემცირების უზარმაზარი პოტენციალი გვაქვს“.
Candela P12 ბორანმა ცურვა 2024 წლის ბოლოს დაიწყო 15-კილომერტიან დისტანციაზე, რომელიც ეკეროს გარეუბანს სტოკჰოლმის ცენტრთან აკავშირებს. ტრადიციულ ბორანთან შედარებით ამ ბორნით მგზავრობის დრო განახევრდა, Co2-ის გამონაბოლქვი კი 90%-ით შემცირდა. იგეგმება ამ ბორნის სხვა მარშრუტებზე დანერგვაც. კვლევებმა აჩვენა, რომ მგზავრები ძალიან კმაყოფილი არიან. ჩვენ ადვილად მივხვდით, რატომ, როდესაც P12 ბორანს Candela-ს მიერ შექმნილი კიდევ ერთი სწრაფი წყალქვეშა ფრთებით აღჭურვილი ელექტრო-ნავიდან ვიღებდით.
“მე, ფაქტობრივად, კომპიუტერს ვმართავ და ნავს, შესაბამისად, პროგრამული სისტემა,” - განმარტავს მიკაელ მალბერგი, CANDELA-ს საზოგადოებასთან ურთიერთობისა და კომუნიკაციების მენეჯერი. “როდესაც ნავი მიფრინავს, მისმა წყალქვეშა ძრავებმა წამში 100 ბრუნი უნდა გააკეთონ, რათა ნავი წყლის ზედაპირზე სტაბილურად იდგეს. სიჩქარეს ბოლომდე როცა გავზრდი, როგორც ახლა, ნავი ავტომატურად ითიშება. ახლა ჩვენი სიჩქარე 17 კვანძს უახლოვდება და ნავს, ფაქტობრივად, მთლიანად წყალქვეშა ფრთები მართავს - ამიტომ მივფრინავთ. წყლის ზედაპირიდან დაახლოებით ერთი მეტრით მაღლა ვართ. ეს ზღვის ავადმყოფობის ციფრული წამალია. ამ ტექნოლოგიის ყველაზე დიდი სარგებელი ის არის, რომ უფრო სასიამოვნოა ცურვა. იმას ვგულისხმობ, რომ ახლა ვსხედვართ და მშვიდად ვსაუბრობთ, ნაცვლად იმის, რომ ვკიოდეთ. ეს ტექნოლოგია წყლის ტრანსპორტის ინდუსტრიას სრულიად ახალი სამყაროს კარს უხსნის, იმიტომ, რომ შეგიძლია მგზავრებს ესაუბრო, იმის ნაცვლად, რომ გასუსულები ისხდეთ და ფიქრობდეთ, თქვენი სიცოცხლე საფრთხეში ხომ არ არის. ჰიდროძრავების მთელი კონცეფცია ის არის, რომ მცურავი ტრანსპორტით მგზავრობის დისკომფორტი გააქარწყლოს. ამავდროულად, საოპერაციო ხარჯიც მცირდება. და, რასაკვირველია, იზოგება გარემოც მავნე გამონაბოლქვისგან, ნავთობის წყალში ჩაღვრისგან. ყველაფერთან ერთად - ხმაურიც არ გაწუხებს“.
სტოკჰოლმში მდებარე Candela-ს ქარხანაში კი მუშაობა პიკზეა.
“ამჟამად ამწყობ კონვეიერში უამრავი ნავია ჩაშვებული. სამი ტიპის ნავს ვაწყობთ - დასასვენებელს, ბიზნესკლასსა და ტურისტულს“, - ამბობს რაის ვუნი, CANDELA -ს საამქროს მენეჯერი.
ყველაზე დიდი ყურადღება ბორნებს ექცევა, რათა გაზრდილი მოთხოვნა დააკამყოფილოს.
„დაახლოებით 10 ცალი P-12 ტიპის ნავს ვაწყობთ ახლა საამქროში და უამარავი პრობლემა გვაქვს, რადგან პირველად ვუშვებთ სერიულად ამ ნავებს,” - განმარტავს რაის ვუნი. “უამრავი საქმეა როგორც ეელქტრონიკის აწყობის, ისე მექანიკური დეტალების აწყობის თვალსაზრისით, ძალიან ბევრი საკომუნიკაციო დეტალია ნავში. თვეში ერთი ნავი მზადდება ამჟამად და ვგეგმავთ, რომ ორ კვირაში ერთი გამოვუშვათ“.
ამ ნავების მიმართ ინტერესი სულ უფრო მატულობს. უკვე 65 შეკვეთაა შემოსული: ინდოეთიდან, ტაილანდიდან, მალდივებიდან, საუდის არაბეთიდან და ამერიკის შეერთებული შტატებიდან. Candela-მ ახლახან 20 ბორანზე მიიღო შეკვეთა ნორვეგიაში ბორნების მთავარი ოპერატორისგან - ეს ჯერჯერობით მსოფლიოში ყველაზე დიდი ჰიდროძრავებიანი ფლოტილიის შეკვეთაა. და მაინც ევროპა ყველაზე ნელია.
“ევროპაში ასეთი ტიპის ახალ ტექნოლოგიაზე გადასვლას ძალიან დიდი დრო სჭირდება,” - ამბობს გუსტავ ჰასელსკოგი. “ძალიან გრძელი პოლიტიკური პროცედურა უნდა გაიარო, ამას მოჰყევბა საჯარო შესყიდვების სატენდერო პროცედურები, რომლებიც შესაძლოა საშინლად გაიწელოს. ძალიან დიდია მოთხოვნა აზიაში. კარგად მიდის გაყიდვები ამერიკაში, მაგრამ ჯერჯერობით ნაკლებია ევროპაში“.
თუმცა უკვე მიმდინარეობს მოლაპარკებები რამდენიმე ევროპულ ქვეყანასთან. ბერლინში დაფუძნებულმა ოპერატორმა უკვე შეიძინა P12 ტიპის სამგზავრო ბორანი. ახლა Candela-ს უფრო დიდი ამბიცია აქვს. კომპანია გეგმავს, თანამშრომელთა რაოდენობა 250-დან ათასამდე გაზარდოს, ახალი ქარხანა გახსნას პოლონეთში და წარმოება წელიწადში 50 ნავამდე გაზარდოს.
“ვხედავთ, რომ ძალიან დიდია მოთხოვნა მსოფლიოში და, ჩემი აზრით, ამის ერთ პროცენტსაც კი ვერ ვხედავთ. წარმოების გაფართოების ძალიან დიდი პოტენციალია მსოფლიოს მასშტაბით. და ასე მგონია, ძალიან მნიშვნელოვანია, დავფიქრდეთ, რომ წყალი ყველაზე ძველი სატრანსპორტო გზაა ევროპასა და მსოფლიოში. და ახლა საშუალება გვაქვს, რომ ამ გზაზე ახალი ტექნოლოგიით დავბრუნდეთ. გარდა ამისა, მიმაჩნია, რომ ავტობუსსა და ავტომობილზე მეტად ხალხს ნავით მგზავრობა უფრო მოსწონს. ჩემი აზრით, სულ მალე ათასობით ბორანი ივლის მთელ მსოფლიოში. ასე რომ, რომელ ქალაქშიც არ უნდა ჩახვიდეთ, ყველგან იმდენი Candela დაგხვდებათ, რომ მოგბეზრდებათ კიდეც“, - ამბობს Candela-ს ხელმძღვანელი გუსტავ ჰასელსკოგი.
ავტორი: ვალერი გორია
