ღაზაში გასულ თვეებთან შედარებით, მშვიდი დღე იყო. პალესტინელი მოსახლეობა ყურბან-ბაირამის აღნიშნავს. ოთხდღიან დღესასწაულზე პალესტინელები დანგრეული შენობების, მათ შორის განადგურებული ისტორიული მეჩეთთან, ყურბან-ბაირამის ლოცვაზე შეიკრიბნენ. ქალაქ ღაზაში დღესასწაულის ნიშნები თითქმის არ შეინიშნება, გარდა ერთი ქუჩისა სადაც ბუშტები იყო გამოფენილი.
პალესტინელი მოსახლეობის თქმით დღესაუსწაული უკავშირდება ყველაფერს, რაც მათ ომმა წაართვა. მათი თქმით ღაზაში მდგომარეობა გაუსაძლისია და მათ დახმარება დაუყონებლივ ესაჭიროებათ.
„არ არის დღესასწაული. არ არის ბაირამის სიხარულის ატმოსფერო. ხალხი განადგურებულია. სიკვდილი. მკვლელობები. ტანჯვა და მდგომარეობა, რომელშიც ვცხოვრობთ... ეს არ არის ბაირამი და არც შეიძლება ბაირამად ჩაითვალოს. ჩვენ მკვდარი ადამიანები ვართ. მკვდრები ვართ,“ - ამბობს მაჰმუდ საქერი.
„ეს ძალიან მძიმე გარემოა. ადამიანს უნდა, იგრძნოს სიხარული და ბაირამის განწყობა, მაგრამ სიხარული არ არსებობს. სიხარული ჩახშობილია. სამი წელია ომი გრძელდება. სამი წელია ტანჯვაა. საერთოდ არ არის სიხარული. სიცოცხლეს აზრი აღარ აქვს, ბაირამშიც აღარ არის სიხარული,“ - ამბობს თაჰრირ ალ-ხათიბი.
„არ არის ბაირამი. ჩემი შვილები მოკლეს. ბაირამი მხოლოდ მათთვისაა, ვისაც არავინ დაუკარგავს,“ - ამბობს აიდა ალ-ბანა.
მაშინ, როცა მსოფლიოს მასშტაბით მილიონობით მუსლიმი რამადანის მარხვის დასრულებას ყურბან-ბაირამის დღესასწაულს სუფრებითა და ოჯახური შეკრებებით აღნიშნავს, პალესტინაში მომლოცველები თავიანთი ახლობლების საფლავებზე მივიდნენ, რომლებიც ირაელთან ომში დაიღუპნენ.
