კატეგორიები

ჩინეთმა და სერბეთმა თანამშრომლობის 20-მდე დოკუმენტს მოაწერეს ხელი

ჩინეთმა და სერბეთმა თანამშრომლობის 20-მდე დოკუმენტს მოაწერეს ხელი
Copyright AP

ჩინეთი და სერბეთი ორმხრივი ურთიერთობების ახალ სიმაღლეებზე გადაიყვანის თაობაზე შეთანხმდნენ. პეკინში სი ძინპინისა და ალექსანდრ ვუჩიჩის შეხვედრაზე ითქვა,რომ ეს ორმხრივი ნდობის გამტკიცებით, ურთიერთგაცვლის გააქტიურებითა და ერთმანეთის მხარდაჭერის გზით უნდა მოხდეს, რაც მხარეებს ისედაც არ აკლიათ. ჩინეთში სერბი ლიდერის ვიზიტის ფარგლებში ხელი 20-მდე დოკუმენტს მოეწერა, მათ შორის პოლიტიკის, ვაჭრობის, ტექნოლოგიებისა თუ განათლების მიმართულებით.გააღრმავდა ურთიერთთანამშრომლობა ხელოვნური ინტელექტის, ციფრული ეკონომიკისა და მწვანე ენერგეტიკის მიმამრთულებით.

„ბოლო ორი წლის განმავლობაში ჩინეთ-სერბეთის თანამშრომლობამ დადებით შედეგებს მიაღწია, რაც ორივე ქვეყნის ხალხისთვის სასარგებლო აღმოჩნდა და სახელმწიფოთაშორისი ურთიერთობების მაგალითიც გახდა. ამჟამინდელი საერთაშორისო ვითარება ღრმა ცვლილებებს განიცდის და კაცობრიობა მნიშვნელოვანი არჩევანის წინაშე დგას,თუ რა მიმაღთულებას მიიღებს მომავალი.ჩვენ ორივე მტკიცედ მივყვებით დამოუკიდებლობისა და ავტონომიის გზას, ვიცავთ ეროვნულ ღირსებას და ღრმად გვესმის მშვიდობიანი განვითარებისადმი ერთგულებისა და სამართლიანობის დაცვის მნიშვნელობა. რაც უფრო არასტაბილური ხდება მსოფლიო, მით მეტად უნდა გააძლიერონ ჩინეთმა და სერბეთმა ურთიერთგაცვლები, განამტკიცონ ურთიერთნდობა, გააღრმაონ თანამშრომლობა, მხარი დაუჭირონ ერთმანეთს და ერთობლივად შექმნან საერთო ბედისა და კეთილდღეობის გზა. მჯერა, რომ ეს ვიზიტი ჩინეთ-სერბეთის ურთიერთობებში ახალ მნიშვნელოვან ეტაპად იქცევა და ჩინეთ-სერბეთის ყოვლისმომცველ სტრატეგიულ პარტნიორობას ახალ სიმაღლეზე აიყვანს”-აღნიშნა ჩინეთის პრეზიდენტმა,სი ძინპინმა.

იმ ტურბულენტურ საერთაშორისო ვითარებაში,რომელსაც სი ძინპინი აღწერს, სერბეთი და ჩინეთი ერთამნეთს უპირობოდ უჭერენ მხარს, განსაკუთღებით პოლიტიკურ და ეკონომიკურ დონეზე.  პეკინი ბელგრადისთვის სიდიდით მეორე სავაჭრო პარტნიორია,ძლიერი მხარდამჭერი ინფრასტრუქტურისა თუ ენერგეტიკის დარგში.

„თქვენო აღმატებულებავ, პრეზიდენტო სი ძინპინ, ჩემო ძვირფასო მეგობარო, ჩემთვის უდიდესი პატივია სერბი ხალხის სახელით პეკინში ყოფნა. გმადლობთ! მას შემდეგ, რაც ჩვენმა ქვეყნებმა 10 წლის წინ ყოვლისმომცველი სტრატეგიული პარტნიორობა დაამყარეს, მნიშვნელოვან წარმატებებს მივაღწიეთ. მე ძალიან ვაფასებ ჩინეთს სერბეთის განვითარების მხარდაჭერისთვის. ჩვენ სამუდამოდ ვიქნებით მადლიერი ჩინეთის დახმარებისთის,ამას ძალიან ვაფასებთ. გაუმარჯოს სერბეთისა და ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის ურყევ მეგობრობას!“-თქვა სერბეთის პრეზიდენტმა, ალექსანდრ ვუჩიჩმა.

სერბეთი დიდი ხანია ევროკავშიირს წევრობისკენ მიისწრაფვის, ბოლო წლებში ამან ფორმალური ხასიათი მიიღო,რადგან ბელგრადი ბლოკის მიმართ კრიტიკითა და ხშირად სკეპტიციზმით გამოირჩევა და მას ორმაგ სტანდარტებში დებს ბრალს. ამის ფონზე სულ უფრო მეტად აძლიერებს კავშირებს არადემოკრატიულ სახელმწიფოებთან, როგორიცაა რუსეთი და ჩინეთი. ჩინეთსაც ალექსანდრ ვუჩიჩი საკუთარ ქვეყანაში არეულობების ფონზე სტუმრობს. ბელგრადის ქუჩებში უკვე მეორე წელია პერიოდლად მასობრივი ანტი-სამთავრობო აქცებ ტარდება. რომელიც გუშინ პოლიციამ დაშალა.

ამის ფონზე პეკინში ვიზიტის ფარგლებში ვუჩიჩა ჩინელი კოლეგისგან მგამორჩეული მეგობრობისთვის მედალიც კი მიიღო. ამან კი უფრო მკაფიოდ გამოკვეთა ის კავშირი,რომელსაც მხარეები „რკინისებურ მეგობრობად“ აფასებენ.

დაკავშირებული ამბები
ჩინეთმა და სერბეთმა თანამშრომლობის 20-მდე დოკუმენტს მოაწერეს ხელი ჩინეთის ერთ-ერთ მაღაროში მომხდარ აფეთქებას 82 პირი ემსხვერპლა