კატეგორიები

სამხრეთ ლიბანში ისრაელის ავიაიერიშებს 19 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა

სამხრეთ ლიბანში ისრაელის ავიაიერიშებს 19 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა

ისრაელის ავიაიერიშების შემდეგ სამხრეთ ლიბანში მაშველები ნანგრევებში დაღუპულებს ეძებდნენ.

ლიბანის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ერთი დღის განმავლობაში მომხდარ თავდასხმებს 19 ადამიანი ემსხვერპლა, მათ შორის ოთხი ქალი და სამი ბავშვი.

ლიბანის სამაშველო სამსახურის ინფორმაციით, ნანგრევებში რამდენიმე ადამიანი იყო მოყოლილი. სამძებრო-სამაშველო ოპერაცია მთელი დღის განმავლობაში გაგრძელდა.

ისრაელის სამხედრო უწყებას კონკრეტულ შემთხვევებზე კომენტარი არ გაუკეთებია, თუმცა განაცხადა, რომ ბოლო 24 საათის განმავლობაში სამხრეთ ლიბანში „ჰეზბოლას“ ინფრასტრუქტურის 25-ზე მეტ ობიექტზე მიიტანა იერიში.

ლიბანის ხელისუფლების ცნობოთ, ისრაელსა და „ჰეზბოლას“ შორის მიმდინარე დაპირისპირების შედეგად დაღუპულთა რაოდენობამ 3 ათასს გადააჭარბა. მიუხედავად იმისა, რომ აშშ-ის შუამავლობით მიღწეული ზავი, რომელიც 17 აპრილიდან მოქმედებს, კიდევ 45 დღით გახანგრძლივდა, რეგიონში ვითარება კვლავ უკიდურესად დაძაბულია.

ისრაელი აცხადებს, რომ ოპერაციები „ჰეზბოლას“ სამხედრო ინფრასტრუქტურის წინააღმდეგ არის მიმართული. „ჰეზბოლა“ კი განიარაღებაზე საერთაშორისო და ლიბანის ხელისუფლების ზეწოლას არ იაზიარებს.

გაეროს მონაცემებით, ბრძოლების გამო ლიბანში იძულებით გადაადგილებულ პირთა რაოდენობამ მილიონს გადააჭარბა. მათი ნაწილი ბეირუთში, გზის პირასა და ხმელთაშუა ზღვის სანაპიროზე მოწყობილ კარვებში ცხოვრობს.

ამავე დროს, ისრაელის არმიის განცხადებით, სამხრეთ ლიბანში მიმდინარე ბრძოლებში კიდევ ერთი ისრაელელი სამხედრო დაიღუპა. ბოლო ესკალაციის დაწყებიდან 21 ისრაელელი სამხედრო დაიღუპა.

დაკავშირებული ამბები
სამხრეთ ლიბანში ისრაელის ავიაიერიშებს 19 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა შეთანხმების მიუხედავად, ისრაელი და ლიბანი ცეცხლს ცვლიან