კატეგორიები

ევროპის მთავრობები ისრაელს ღაზის ფლოტილიის აქტივისტების მიმართ უდიერი მოპყრობის გამო აკრიტიკებენ

ევროპის მთავრობები ისრაელს ღაზის ფლოტილიის აქტივისტების მიმართ უდიერი მოპყრობის გამო აკრიტიკებენ

ევროპული ქვეყნების ოფიცილაური პირები მკაცრად აკრიტიკებენ ისრაელს  ღაზის სექტორში მიმავალი ჰუმანიტარული ფლოტილიის აქტივისტების  დაკავების გამო.  ისრაელის ეროვნული უსაფრთხოების მინისტრმა ბენ-გვირმა გამოაქევყნა ვიდეო, რომელშიც ჩანს, როგორ აიძულებენ გაკოჭილ აქტივისტებს დაჩოქვას.

ვიდეო ბენ-გვირმა სოციალურ პლატფორმა „იქსზე“ გამოაქვეყნა და მიაწერა: „კეთილი იყოს თქვენი მობრძანება ისრაელში“. 
 
იტალიის პრემიერ-მინისტრმა ჯორჯა მელონიმ დაკავებული იტალიელი მოქალაქეების დაუყოვნებლივ გათავისუფლება და ისრაელისგან ბოდიშის მოხდა მოითხოვა.

საფრანგეთმა და პორტუგალიამაც  უარყოფითად შეაფასეს ბენ გვირის ქმედებები და თავიანთი ქვეყნების საგარეო უწყებებში ისრაელის ელჩები დაიბარეს.

ისრაელის ელჩი გამოიძახეს ესპანეთშიც. ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრმა  მკაცრად დაგმო აქტივისტების მიმართ უდიერი  მოპყრობა და მას საზარელი ქმედება უწოდა.

ირლანდიის საგარეო საქმეთა მინისტრი ჰელენ მაკენტი, რომელიც აღშფოთებულია ინციდენტით,  ყველა დაკავებულის, მათ შორის ირლანდიის პრეზიდენტის, კეთრინ კონოლის დის, გათავისუფლებას ითხოვს.

ვიდეომ ვნებთაღელვა გამოწივია  ისრაელშიც. პრემიერ-მინისტრმა ბენიამინ ნეთანიაჰუმ განაცხადა, რომ  ეს ეწინააღმდეგება ისრაელის ღირებულებებსა და ნორმებს.

430  აქტივისტი, რომლებიც ამჟამად დაკავებულები არიან,   გასულ კვირას თურქეთიდან  ღაზისკენ გაემგზავრა, როგორც „გლობალური სუმუდის ფლოტილიის“ ნაწილი. ეს ისრაელის მიერ პალესტინის ტერიტორიის ბლოკადის დარღვევის უკანასკნელი მცდელობა იყო.

ისრაელი აკონტროლებს ღაზის სექტორში ყველა შესასვლელ და გასასვლელ პუნქტს, სადაც საკვების, მედიკამენტებისა და სხვა აუცილებელი მარაგისა და პროდუქტების მწვავე დეფიციტია. ხშირად ანკლავში დახმარების მიწოდება მთლიანად იბლოკება.

დაკავშირებული ამბები
სამხრეთ ლიბანში ისრაელის ავიაიერიშებს 19 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა ევროპის მთავრობები ისრაელს ღაზის ფლოტილიის აქტივისტების მიმართ უდიერი მოპყრობის გამო აკრიტიკებენ