მოსკოვმა და მინსკმა ერთობლივი სამხედრო წვრთნები დაიწყეს, ბირთვული იარაღის საბრძოლო გამოყენებისთვის. ღონისძიებაში ბირთული უზრუნველყოფის სამხედრო დანაყოფები არიან ჩართული, როგორც ერთი ისე მეორე ქვეყნიდან. წვრთნები რუსეთის მოკავშირე სახელმწიფოს ტერიტორიაზე ტარდება.ბელარუსის თავდაცვის სამინისტროს განცხადებით მასში გამოიყენება თანამედროვე საშუალებები, სპეციალური საბრძოლო მასალები, საავიაციო დანაყოფები, და ეს ყველაფერი შეიარაღებული ძალების მზადყოფნის ასამაღლებლად. ხაზს უსვამენ, რომ ეს გეგმიური ღონისძიებაა, რომელიც მესამე ქვეყნის წინააღმდეგ მიმართული არ არის. რაშიც ეჭვი ეპარება უკრაინას, რომელიც პარტნიორებს მკაცრი რეაგირებისკენ მოუწოდებს, რადგან მიიჩნევენ,რომ რისკი შესაძლაო ნატოს ქვეყნებსაც შეექმნათ.
“კრემლი, რომელიც ბელარუსს ნატოს საზღვრებთან საკუთარ ბირთვულ პლაცდარმად აქცევს, ფაქტობრივად მსოფლიოში ბირთვული იარაღის გავრცელების ლეგიტიმაციას ახდენს.ბელარუსის მილიტარიზაცია საბოლოოდ აქცევს მინსკს რუსეთის ბირთვული შანტაჟის თანამონაწილედ”-**ნათქვამია უკრაინის საგარეო უწყების განცხადებაში.
რამდენიმე დღის წინ თავად უკრაინის პრეზიდენტიც, ვოლოდიმირ ზელენსკი სადაზვერვო ინფორმაციაზე დაყრდნობით აღნიშნავდა, რომ მოსკოვს განზრახული აქვს მინსკი მეტად ჩართოს სამხედრო მოქმედებებში. მისი თქმით ხელთ ჰქონდა დოკუმენტი,რომელიც შესაძლო იერიშების გეგმას ასახავდა, ისევე როგორც ორ დიქტატორს შორის კონტაქტების გააქტიურებას.
„ჩვენი დაზვერვის ინფორმაიით, რუსეთმა უფრო აქტური გახადა საუბრები ალექსანდრ ლუკაშენკასთან. მას სურს ბელარუსი უფრო მეტად ჩართოს ომში და აგრესიული ოპერაცია დაიწყოს ჩერნიჰივისა და კიევის სექტორსა ან ნატოს ქვეყნების წინაღმდეგ სწორედ ბელარუსის ტერიტორიის გამოყენებით“ - აღნიშნავდა ვოლოდიმირ ზელენსკი.
კიევის განცხადებები უგულვებელჰყვეს კრემლში, სადაც აღნიშნეს,რომ რუსეთს ნატოს ქვეყნებზე დარტყმები განზრახული არ აქვს და მცდარია კიევის წარმოდგენები იმის თაობაზე,რომ ეს ბელარუსის ტერიტორიიდან იგეგმება. კრემლში მიიჩნევენ, რომ კიევში ამგავრი სიგნალები დაძაბულობის შემოსატანად კეთდება.
„არ ვთვლით,რომ მსგავსი განცხადებები რაიმე სახის კომენტარებს იმსახურებს. დიახ,ბელარუსი ჩვენი მოკავშირე სახელმწიფოა, მაგრამ ის სუვერენული სახელმწიფოა. ასეთი განცხადებები დაძაბულობის შემოტანასა და ომის ხანგრძლივი წაქეზებას ემსახურება”- პასუხობს უკრაინას კრემლის სპიკერი, დიმიტრი პესკოვი.
ბოლო ერთობლივი წვრთნები რუსეთმა და ბელარუსმა 2025 წლის სექტემბერში ჩაატარეს, ომის დაწყების შემდეგ ამას ინტენსიური ხასიათი ჰქონდა. საგულისხმოა,რომ რუსეთმა ტაქტიკური ბირთული იარაღი ბელარუსის ტერიტორიაზე ჯერ კიდევ 2023 წელს განატავსა, უკრაინის წინააღმდეგ სრულმასშტაბიანი ომის დაწყებიდან მალევე. იქვე აქვს განლაგენული სარაკეტო სისტემა „ორეშნიკიც“, რომლის გამოცდაც უკვე ჩატარდა და რომელსაც ბირთული ქობინებით აღჭურვის რესურსი გააჩნია.
