კატეგორიები

შეთანხმების მიუხედავად, ისრაელი და ლიბანი ცეცხლს ცვლიან

შეთანხმების მიუხედავად, ისრაელი და ლიბანი ცეცხლს ცვლიან
Copyright AP Photo/Mustafa Jamalddine

ცეცხლის შეწყვეტის შესახებ განახლებულმა შეთანხმებამ ისრაელსა და „ჰეზბოლას“ შორის კონფლიქტი ვერ შეაჩერა. ორშაბათს საბრძოლო მოქმედებებმა აქტიური ხასიათი მიიღო, ლიბანის სამხრეთით ისრაელმა დაჯგუფებაზე სერიოზული დარტყმები განახორციელა. ქვეყნის ჯანდაცვის სამინისტროს ცნობით, შედეგად 7 ადამიანია დაღუპული, მათ შორის 2 ბავშვი. შედეგიანი იერიშების შესახებ იუწყება თავად „ჰეზბოლაც“, ირანის მიერ მხარდაჭერილმა ჯგუფმა ჩრდილოეთ ისრაელში მნიშვნელოვან სამიზნეებზე მიიტანა იერიშილ.

ბენიამინ ნეთანიაჰუს ხელისუფლება აგრძელებს ე.წ. ყვითელ ზონების ევაკუაციას სამხრეთ ლიბანის სოფლებში. ეს ის ნაწილია, რომლის მახლობლადაც  ისრაელის დანაყოფები არიან გამაგრებული, თუმცა ისრაელში აცხადებენ, რომ ამ ტერიტორიასთან დაკავშირებით არანაირი ამბიცია არ გააჩნიათ და ისინი იქ ჰეზბოლასთან ეფექტური ბრძოლისთვის გამოიყენება.

ესკალაციის ფონზე, ლიბანის პრეზიდენტი აცხადებს,რომ ისრაელთან ომის დასასრულებლად შეუძლებელს შეძლებს.თუმცა საგულისხმოა,რომ თავად ტერორისტული დაჯგუფება ჰეზბოლა, მხარეებს შორის მოლაპარაკებების წინააღდეგია.

17 აპრილს მიღწეული ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების ამოწურვის შემდეგ, გასულ კვირას ზავი დამატებით 45 დღით გაგრძელდა, ეს ყველაფერი აშშ-ის დიპლომატიური ჩართულობის წყალობით. თუმცა მიუხედავად ამისა, ცეცხლი მხარეებს შორის მაინც იცვლება,საბოლოოდ ისინი ზავის დარღვევაში ერთანეთს ადანაშაულეებენ.

ლიბანის ჯანდაცვის მინისტრის განცხადებით, ბოლო სამხედრო ესკალაციას ისრაელსა და ჰეზბოლას შორის 3000-ზე მეტი ადამიანი ემსხვერპლა. თავად ისრაელმა კი ამ ომში 20-მდე ადამიანი დაკარგა,მათი უმრავლესობა სამხედრო პირი.

დაკავშირებული ამბები
შეთანხმების მიუხედავად, ისრაელი და ლიბანი ცეცხლს ცვლიან ისრაელმა სამხრეთ ლიბანზე საჰაერო იერიში მიიტანა