„უკრაინის გვერდით უნდა იყოთ მანამ, ვიდრე იქნება ამის საჭიროება“, - ამ სიტყვებით მიმართა რუსეთთან ომში მყოფი ქვეყნის ფინანსთა მინისტრმა თავის კოლეგებს „დიდი შვიდეულიდან“, რომლებიც პარიზში შეიკრიბნენ. მისი თქმით, მოსკოვის ეკონომიკის ჩამოშლა არის კიევის მთავარი ამოცანა, რასაც სამხედრო გზით ახერხებს, თუმცა, როგორც ჩანს, ეს საკმარისი არ არის.
უკრაინის ხელისუფლების წარმომადგენლის განმარტებით, რუსული მხარე გეოპოლიტიკური ვითარებით, კერძოდ კი, ნავთობზე ფასების ზრდით მიღებული შემოსავლებით კიევის წინააღმდეგ საომარი მოქმედებებს აფინანსებს.
„ჩვენი მიზანია, ვაჩვენოთ, რომ აუცილებლად გვესაჭიროება მუდმივი დახმარება შვიდივე ქვეყნის წარმომადგენლობისგან. გვჭირდება, რომ მათ განაგრძონ ჩვენი ფინანსური და სამხედრო მხარდაჭერა, ასევე ვაჩვენოთ, რომ უკრაინა მედგრად დგას, იბრძვის და შეუძლია ნებსისმიერ მოსალოდნელ რისკს დახვდეს.
ახლა მომდევნო ზამთრისთვის ვემზადებით და გზავნილი ჩემი კოლეგებისადმი ასეთია: უკრაინის გვერდით უნდა იყოთ მანამ, ვიდრე იქნება ამის საჭიროება. უნდა განვაგრძოთ ზეწოლა რუსეთზე, მის წინააღმდეგ დავაწესოთ დამატებითი სანქციები, ხოლო ჩვენი მხრიდან, ყველაფერს ვაკეთებთ რუსული ეკონომიკის ჩამოსაშლელად, კერძოდ, ნავთობგადამამუშავებელი ქარხნებისა და იმ სხვა ტიპის ინფრასტრუქტურის განადგურებით, რომელიც ხელს უწყობს ომის მანქანის გაძლიერებას“, - განაცხადა უკრაინის ფინანსთა მინისტრმა, სერჰი მარჩენკომ.
მარტში გაკეთებული განცხადებით გაირკვა, რომ ვლადიმერ პუტინი უკმაყოფილო იყო რუსეთის ეკონომიკის ზედიზედ ორი თვის განმავლობაში შემცირების გამო. ამისთვის მან მთავრობის ეკონომიკური გუნდისგან დეტალური ახსნა-განმარტება მოითხოვა.
პუტინის თქმით, არსებული პარამეტრები ხელისუფლებისა და რუსეთის ცენტრალური ბანკის პროგნოზებისგან „ბევრად განსხვავებულია“ და კონკრეტულ სექტორებში დანაკარგები დიდია.
რუსული მედიის ცნობით, მიმდინარე წლის პირველი კვარტლის მონაცემებით, ქვეყნის ბიუჯეტის დეფიციტი მთლიანი შიდა პროდუქტის 2.5%-ს, ანუ 61 მილიარდ 900 მილიონ ამერიკულ დოლარს შეადგენს, რაც რუსეთის მთავრობის პირვანდელ გეგმას უკვე გადააჭარბა 50%-ით, წინ კი კიდევ 7 თვეა.
ამ ფონზე, ვლადიმერ პუტინმა მთავრობის ბოლო სხდომაზე განაცხადა, რომ რთული პერიოდის მიუხედავად, ქვეყნის ეკონომიკა მაინც სტაბილურობას ინარჩუნებს. ექსპერტების თქმით, რუსეთის პრეზიდენტის ეს სიტყვები მანამდე მისივე გაკეთებული განცხადებებისგან, სავარაუდოდ, იმ მიზეზით განსხვავდება, რომ ფასების ზრდით გამოწვეული საზოგადოებრივი უკმაყოფილება მზარდია და ვლადიმერ პუტინს სურს, მოსახლეობა მხოლოდ ქაღალდზე დაწერილი ციფრებით დაამშვიდოს.
საგულისხმოა, რომ მოსკოვი ეკონომიკურ დაღმასვლას განიცდის იმ ფონზე, როდესაც საერთაშორისო ბაზარზე ნავთობის ფასები მზარდია, რაც, წესით, რუსული ეკონომიკის მთავრი მამოძრავებელი და ხელშემწყობია, თუმცა ეს ფაქტორი კიევშიც კარგად იციან, ამიტომ მათ „ლეგიტიმურ სამიზნეებად“ იქცა ნავთობგადამამუშავებელი ქარხნები.
იანვარ-აპრილის პერიოდში რუსეთის ბიუჯეტის მთლიანი შემოსავლები 4.5%-ით შემცირდა და 127.4 მლრდ ამერიკული დოლარი შეადგინა, რაც ნავთობისა და გაზის სექტორიდან მიღებული შემოსავლების 38.3%-იანმა კლებამ განაპირო
