კატეგორიები

დრონმა არაბთა გაერთიანებული საამიროების ატომურ ელექტროსადგურს დაარტყა

დრონმა არაბთა გაერთიანებული საამიროების ატომურ ელექტროსადგურს დაარტყა

უპილოტო საფრენი აპარატით განხორციელებულმა დარტყმამ, არაბთა გაერთიანებული საამიროების ატომურ ელექტროსადგურში ხანძარი გამოიწვია.კატარისა და საუდის არაბეთის მოსაზღვრედ მდებარე ბარაკას ბირთვული ელექტროსადგური ქვეყანაში ერთადერთია და ის მას ელექტროენერგიის 20-25-%-ით ამარაგებს.

დაშავებულების შესახებ ინფორმაცია არ გავრცელებულა, არ შეინიშნება ადგილზე რადიაციული გაჟონვაც. საამიროების განცხადებით ამჟამად სადგური ჩვეულ რეჟიმში აგრძელებს მუშაობას.ადგილობრივ მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, დრონით იერიშის შემდეგ ხანძარი ელექტრო გენერატრს გაუჩნდა, რომელიც მთავარი ინფრასტრუქტურის გარეთ იყო განთავსებული.

ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოში მომხდარი დაგმეს და  აღნიშნეს, რომ ერთ რეაქტორს დროებით საგანგებო სიტუაციებისთვის გამოყოფილი დიზელის გენერატორზე მოუხდა გადაყვანა.

 

მომხდარზე პასუხისმგებლობა ამ დროისთის რეგიონში მოქმედ არცერთ ჯგუფს არ აუღია, თავის მხრივ არც აბუ-დაბის დაუდანაშაულებია კონკრეტული მხარე, თუმცა საგულისხმოა,რომ ბოლო დღეების განმავლობაში სახელმწიფო ირანს მკაცრად აკრიტიკებდა მასზე მიტანილი იერიშების გამო დრონებითა თუ რაკეტებით. თავად ირანი კი არაბთა გაერთანებულ საამიროებს იმაში ადანაშაულებს, რომ აშშ-ს საშუალებას აძლევს მასზე იერიშები ქვეყნის ტერიორიის განახორიცელოს.

საგულისმოა,რომ ამჟამად არაბთა გაერთიანებულ საამიროებში ისრაელის საჰაერო ძალებიცააა განთავსებული, რომლებიც აშშ-ის პერსონალს  28 თებერვალს შეუერთდა, როდესაც ორმა ქვეყანამ ირანის წინააღმდეგ იერიში ომი წამოიწყო.

ინცინდენტს ირანსა და აშშ-ს შორის გაყინული მოლაპარაკებების ფონზე ხდება, ვაშინგტონისა და თეირანის ბოლო გზავნილები კი  ზრდის იმის რისკს, რომ კონფლიქტმა შესაძლოა უფრო ინტენსიური სახე მიიღოს და ხანგრძლივად გაგრძელდეს.

დაკავშირებული ამბები
დრონმა არაბთა გაერთიანებული საამიროების ატომურ ელექტროსადგურს დაარტყა