კატეგორიები

,,კრისტის” აუქციონზე 5.5-კარატიანი ლურჯ-მწვანე ბრილიანტი 17 მილიონ დოლარად გაიყიდა

,,კრისტის” აუქციონზე 5.5-კარატიანი ლურჯ-მწვანე ბრილიანტი 17 მილიონ დოლარად გაიყიდა
შვეიცარიაში გამართულ აუქციონზე მსოფლიოში ერთ-ერთი  უიშვიათესი ლურჯ-მწვანე ბრილიანტი რეკორდულად მაღალ ფასად გაიყიდა.

5.5-კარატიანი სამკუთხა ფორმის ძვირფასი ქვა, „Ocean Dream“,  ჟენევის „კრისტის“ აუქციონზე 17 მილიონ დოლარად გაიყიდა. აუქციონის სახლის განცხადებით, ეს მსგავსი ტიპის ბრილიანტისთვის რეკორდული ფასია.

იშვიათი ქვა ცენტრალურ აფრიკაში 1990-იან წლებში აღმოაჩინეს. „კრისტის“ აუქციონის წარმომადგენლების ინფორმაციით, ბრილიანტი დაახლოებით 20 წუთში გაიყიდა, რაც მყიდველების მაღალი ინტერესის მაჩვენებელია. საბოლოო ფასი მნიშვნელოვნად აღემატებოდა წინასწარ შეფასებას, რომელიც 9-იდან 13 მილიონ დოლარამდე მერყეობდა.

ექსპერტების თქმით, კოლექციონერები სულ უფრო მეტად ინტერესდებიან ფერადი ბრილიანტებით, რომელთა რაოდენობა მნიშვნელოვნად მცირეა  მსოფლიოში მოპოვებული სხვა  ბრილიანტებისგან განსხვავებით.

ამასთან, კონკურენტ „სოტბის“ აუქციონზე ჯერჯერობით ვერ გაიყიდა ექვსკარატიანი ლურჯი ბრილიანტი.  თუმცა კომპანიაში აცხადებენ, რომ დაინტერესებულ პირებთან მოლაპარაკებები გრძელდება.

დაკავშირებული ამბები
,,კრისტის” აუქციონზე 5.5-კარატიანი ლურჯ-მწვანე ბრილიანტი 17 მილიონ დოლარად გაიყიდა ჯეი დი ვენსის თქმით დონალდ ტრამპის განცხადება, მოლაპარაკებებისას ეკონომიკის არ გათვალისწინების შესახებ, კონტექსტიდან იქნა ამოღებული