კატეგორიები

ჯეი დი ვენსის თქმით დონალდ ტრამპის განცხადება, მოლაპარაკებებისას ეკონომიკის არ გათვალისწინების შესახებ, კონტექსტიდან იქნა ამოღებული

ჯეი დი ვენსის თქმით დონალდ ტრამპის განცხადება, მოლაპარაკებებისას ეკონომიკის არ გათვალისწინების შესახებ, კონტექსტიდან იქნა ამოღებული
აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტის განცხადებით პრეზიდენტ დონალდ ტრამპის განცხადება, იმის თაობაზე რომ ამერიკის რთული ეკონომიკა ირანთან მოლაპარაკებების პროცესში გავლენას არ იქონიებს, კონტექსტიდან იყო ამოღებული და არასწორად იყო ინტერპრეტირებული.

ჩინეთში ვიზიტამდე დონალდ ტრამპა განაცხადა, რომ ამერიკის ეკონომიკური მდგომარეობა და ის ფინანსური გამოწვევები, რომლის წინაშეც ამერიკის მოსახლეობა დგას, ირანთან მოლაპარაკებებისას არავითარ როლს არ ითამაშებდა.

ჯეი დი ვენსის განცხადებით პრეზიდენტი და ვიცე-პრეზიდენტი ამერიკის მოსახლეობის ეკონომიკურ მდგომარეობას მუმდივად ითვალისწინებენ. ამის შესახებ ამერიკის ვიცე-პრეზიდენტს კითხვა ჟურნალისტებმა დაუსვეს.

„ირანთან ომის საკითხის განხილვისას, ეთანხმებით თუ არა პრეზიდენტის პოზიციას, რომ ამერიკელების ფინანსური მდგომარეობა გადაწყვეტილების მიღების პროცესში გასათვალისწინებელი არ უნდა იყოს?” - კითხა ჯეი დი ვენს ჟურნალისტმა.

„ვფიქრობ, პრეზიდენტს ეს არ უთქვამს. მგონია, რომ ეს მისი ნათქვამის არასწორი ინტერპრეტაციაა. მე ვეთანხმები პრეზიდენტს, რომ ირანს ბირთვული იარაღი არ უნდა ჰქონდეს. ჩვენ აშკარად ძალიან აქტიურ და ინტენსიურ დიპლომატიურ პროცესში ვართ ჩართული, რათა დავრწმუნდეთ, რომ ეს არ მოხდება. პრეზიდენტს, როგორც მან არაერთხელ თქვა, ბევრი ვარიანტი აქვს, არსებობს დიპლომატიური გზა, არსებობს სამხედრო მიმართულებითაც. მთავარი მიზანი ის არის, რომ პრეზიდენტს სურს მსოფლიო უსაფრთხო გახადოს, განსაკუთრებით კი ამერიკელი ხალხი დაიცვას, რომ ირანს ბირთვული იარაღი არ ჰქონდეს. ამასთან დაკავშირებით ერთ რამესაც ვიტყვი. ბირთვული იარაღის მასშტაბრად გავრცელება ერთ-ერთი ისეთი გამოწვევაა, რომლის მნიშვნელობასაც ხალხი ვერ აცნობიერებს. ეს ამერიკის ეროვნული უსაფრთხოებისთვის ყველაზე დიდ საფრთხეს წარმოადგენს. ეს აშკარა მხოლოდ მაშინ ხდება, როცა რეალობად იქცევა. რა მოხდება, თუ ირანი ბირთვულ იარაღს მიიღებს? მაშინ სპარსეთის ყურის არაერთ არაბულ ქვეყანას მოუნდება ბირთვული იარაღის წარმოება. შემდეგ სხვა ქვეყნებსაც გაუჩნდებათ იგივე სურვილი. ამის შეჩერება კი, ალბათ, ყველაზე მნიშვნელოვანი რამაა, რაც შეგვიძლია გავაკეთოთ ჩვენი ხალხის გრძელვადიანი უსაფრთხოებისთვის. ეს ნამდვილად ღირსეული მიზანია. მაგრამ, რა თქმა უნდა, პრეზიდენტიც, მეც და მთელი გუნდიც ვზრუნავთ ამერიკელი ხალხის ფინანსურ მდგომარეობაზე. სწორეს ეს გახდა ერთ-ერთი მიზეზი, რატომაც მივიღეთ ოჯახების საგადასახადო შემცირების გეგმა. ჩვენთვის მნიშვნელოვანია, როგორ ცხოვრობენ ამერიკელები ეკონომიკური თვალსაზრისით“, - განაცხადა აშშ-ის ვიცე-რეზიდენტმა.

ჟურნალისტებთან შეხვედრისას აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტმა ასევე ისაუბრა ირანში არსებულ მდგომარეობასა და სამშვიდობო მოლაპრაკებებზე. მისი განცხადებით ირანთან მიმდინარე მოლაპარაკებებისას გარკვეული პროგრესი არსებობს, თუმცა ამ ეტაპზე ნაადრევია იმის თქმა, რამდენად საკმარისია ეს პროგრესი რეგიონში მშვიდობა უზრუნველყოს.

„ვფიქრობ, რომ პროგრესს ვაღწევთ. ფუნდამენტური კითხვა არის — ვაღწევთ თუ არა საკმარის პროგრესს იმისთვის, რომ დავაკმაყოფილოთ პრეზიდენტის წითელი ხაზი? და ეს წითელი ხაზი ძალიან მარტივია. ის უნდა დარწმუნდეს, რომ მთელი რიგი მექანიზმები იარსებებს, რომელიც შეუძლებელს გახდის ირანს  ბირთვული იარაღი ჰქონდეს. ისმის კითხვა. ვაკმაყოფილებთ თუ არა ამას? ვფიქრობ მას შემდეგ, რაც პაკისტანი დავტოვეთ მნიშვნელოვანი პროგრესი გვაქვს. ვფიქრობდი, რომ პაკისტანშიც გარკვეულ პროგრესს მივაღწიეთ, მაგრამ ამის შემდეგ კიდევ უფრო დიდი პროგრესი გვაქვს. მაგრამ ეს არის ის ფუნდამენტი, რისკენაც მივიწევთ. ჩვენ გვინდა ამერიკელ ხალხს თვალებში ჩავხედოთ და დარწმუნებით ვუთხრათ, რომ თქვენ აღარ მოგიწევთ ინერვიულოთ, რომ ამ ძალიან, ძალიან სახიფათო რეჟიმს მსოფლიოში ყველაზე საშიშ იარაღებზე მიუწვდებათ ხელი. ეს არის მიზანი, რომელზეც ვმუშაობთ. ვიმეორებ, მიზნის მიღწევის ბევრი გზა არსებობს.  პრეზიდენტმა კი ჩვენ დიპლომატიურ გზაზე გაგვიშვა და ჩვენც ამაზე ვკონცენტრირდებით“, - განაცხადა აშშ-ის ვიცე-რეზიდენტმა.

აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტის განცხადებით მას მჭიდრო კონტქაქტი აქვს მოლაპარაკებებში პრეზიდენტის სპეციალურ წარმომადგენლებთან ჯარედ კუშნერთან და სტივ უიტკოფთან. ასევე ჯეი დი ვენსის განცხადებით, მოლაპრაკებებთან და ახლო აღმოსავლეთში არსებულ მდგომარეობასთან დაკავშირებით, ის რეგიონის ქვეყნების ლიდერებს ხშირად ესაუბრება.

დაკავშირებული ამბები
ჯეი დი ვენსის თქმით დონალდ ტრამპის განცხადება, მოლაპარაკებებისას ეკონომიკის არ გათვალისწინების შესახებ, კონტექსტიდან იქნა ამოღებული სენატმა განიხილა პენტაგონის საბიუჯეტო მოთხოვნა, რომელიც ტრილიონ ნახევარ დოლარს შეადგენს