კატეგორიები

სენატმა განიხილა პენტაგონის საბიუჯეტო მოთხოვნა, რომელიც ტრილიონ ნახევარ დოლარს შეადგენს

სენატმა განიხილა პენტაგონის საბიუჯეტო მოთხოვნა, რომელიც ტრილიონ ნახევარ დოლარს შეადგენს
აშშ-ში პენტაგონმა თავდაცვის გაძლიერებისთვის ამერიკის მთავრობისგან 1.5 ტრილიონი დოლარი მოითხოვა, რაც რეკორდული რაოდენობაა. პენტაგონის გადაწყვეტილებას მრავალი კრიტიკა მოჰყვა, განსაკუთრებით ირანში მიმდინარე ომის ფონზე, რომელიც შეერთებულ შტატებს 29 მილიარდი დოლარი უჯდება, რაც ორი კვირის წინანდელ შეფასებას 4 მილიარ  დი დოლარით აღემატება.

ბიუჯეტთან დაკავშირებით ომის მდივანი პიტ ჰეგსეტი წარმომადგენელთა პალატის ასიგნებების ქვეკომიტეტის წინაშე  წარსდგა. მისი განცხადებით მიუხედავად იმისა, რომ მოთხოვნილი თანხა ისტორიულად მაღალია, ის თავდაცვის გაძლიერებისა და საომარი მოქმედებებისთვის უმნიშვნელოვანესია.

„ჩვენ წარვადგენთ 1.5 ტრილიონი დოლარის ოდენობის ბიუჯეტს, რომელიც გარდაქმნის დეპარტამენტს და უზრუნველყოფს, რომ მომავალში თითოეულ მებრძოლს ზუსტად ის ჰქონდეს, რაც მას ესაჭიროება, რომ ჩვენ თანაბარ ბრძოლაში არასოდეს ვიყოთ. 2025 წლის 20 იანვარს თანამდებობის დაკავებისას, პრეზიდენტმა ტრამპმა ჩაიბარა თავდაცვის ინდუსტრიული ბაზა, რომელიც წლების განმავლობაში პოლიტიკამ „ამერიკა უკანასკნელ რიგშის“ დაასუსტა. შემცირდა ჩვენი ძალის ჩვენების შესაძლებლობები და პოტენციალი. წარმოების საზღვარგარეთ გადატანა, აუთსორსინგი, ხარჯების გადაჭარბება, დასუსტებული შესაძლებლობები. პრეზიდენტ ტრამპის, ჩვენი მთავარი აღმამშენებლის ხელმძღვანელობით, ამ სისტემურ დეგრადაციას უკან ვაბრუნებთ და თავდაცვის ინდუსტრიულ ბაზას კვლავ საომარ მზადყოფნაზე გადავიყვანთ. გადაუდებლობის განცდა განსაზღვრავს ყველაფერს, რასაც ეს უწყება აკეთებს. ჩვენ აღვადგენთ ისეთ სამხედრო ძალას, რომლითაც ამერიკელი ხალხი იამაყებს. ძალას, რომელიც ჩვენს მოწინააღმდეგეებში შიშს, ხოლო ჩვენს მოკავშირეებში ნდობას აღძრავს“, - განაცხადა პიტ ჰეგსეტმა.

სენატის ქვეკომიტეტში გამოსვლისას, პიტ ჰეგსეტს კრიტიკული კითხვები, ომის ხარჯებსა და მისი დასრულების გეგმასთან დაკავშირებით ორივე პარტიის წარმომადგენლებმა დაუსვეს. დემოკრატმა სენატორებმა ყურადღება არაერთხელ გაამახვილეს, რომ მიმდინარე ომი ამერიკის მოსახლეობის ჯიბეზე პირდაპირ ისახება.

„ბატონო მდივანო, ირანში ომს მხოლოდ 13 ამერიკელი სამხედრო მოსამსახურის სიცოცხლე კი არ შეეწირა, ის ამერიკელ მოსახლეობასაც ძალიან ძვირი უჯდება: ათობით მილიარდი დოლარი და ეს თანხა კვლავ იზრდება. ეს არის ფული, რომელიც შეიძლებოდა ადამიანებს, თუნდაც ჯანდაცვას მოხმარებოდა. ამის ნაცვლად კი ჩვენ თანხას ვიხდით ბომბებში, რომლებიც იმ ომში გამოიყენება, რომელსაც ამერიკელი ხალხის დიდი ნაწილი ეწინააღმდეგება. ვიცი, რომ დღეს დილით თქვენმა გუნდმა განაცხადა, თითქოს ტრამპის ომი ირანთან ამ დროისთვის 29 მილიარდი დოლარი დაჯდა. რეალურად ეს ზუსტად ის თანხაა, რომელიც ჯანდაცვის აქტის შესანარჩუნებლად იქნებოდა საჭირო. თუმცა, როგორც ჩემმა კოლეგებმაც აღნიშნეს, აშკარად ჩანს, რომ ეს ხარჯთაღრიცხვა საეჭვოდ დაბალია. თქვენ ოჯახების მძიმე შრომით გამომუშავებულ თანხავს ხარჯავთ ომზე, რომელსაც ბევრი მკაცრად ეწინააღმდეგება, და ამავე დროს ხალხს აიძულებთ ბენზინში მეტი გადაიხადონ. მიუხედავად ამისა, დღემდე არ წარმოგიდგენიათ ამ ომის ხარჯების რეალური დეტალური ანგარიში. ახლა კონგრესს კიდევ 1.5 ტრილიონი დოლარის გამოყოფას სთხოვთ. ჩემთვის ეს მიუღებელია”, - განაცხადა დემოკრატიული პარტიის სენატორმა პეტი მიურეიმ.

დემოკრატმა სენატორებმა კოლეგებს რესპუბლიკური პარტიიდან მოუწოდეს პენტაგონის „ამ აბსურდულ მოთხოვნას“ მხარი არ დაუჭირონ. მათ ასევე იმედი გამოთქვეს, რომ სენატი ომის დეპარტამენტზე წნეხს გაზრდის, რომ ამერიკელმა ხალხმა საბოლოოდ მიიღოს რეალური პასუხები, თუ რამდენ ხარჯავს აშშ მიმდინარე ომში.

დაკავშირებული ამბები
სენატმა განიხილა პენტაგონის საბიუჯეტო მოთხოვნა, რომელიც ტრილიონ ნახევარ დოლარს შეადგენს პროკურორი თეთრი სახლის კორესპონდენტთა ვახშამზე თავდასხმის კადრებს ავრცელებს