ევროკავშირის წევრი სახელმწიფოების ენერგეტიკის მინისტრები კვიპროსში შეიკრიბნენ, რათა იმ ტვირთის შემსუბუქებაზე იმსჯელონ, რომელიც ირანში მიმდინარე ომმა ქვეყნებს ენერგეტიკულ სექტორში მოუტანა, მას შემდეგ რაც ჰორმუზის სრუტის ჩაკეტვამ საწვავსა და დიზელზე ფასები გააძვირა და ამან რიგითი ევროპელების ჯიბეზე პოვა ასახვა.
ახლო აღმოსავკეთში მიმდარე მოვლენების ფონზე ევროპა სულ უფრო მეტადაა ორიენტირებული სტრაგტეგიული ავტონომიის იდეაზე, რომელმაც კონტინენტი სხვადასხვა სხასიათის გარე შოკებისგან უნდა გადააზღვიოს.
„ჩვენი მიზანია შევქმნათ მდგრადი ენერგოსისტემა, რომელსაც ექნება უნარი გაუძლოს გარე შოკებს და ამასთან უზრუნველყოს ენერგიის ხელმისაწვდომობა. ეს დისკუსია სასიცოცხლო მნიშვნელოვანია, რადგან სიტუაცია კრიტიკულია. უნდა დავრწმუნდეთ,რომ ენერგეტიკული კრიზისი თუ ტრანსპორტირების რისკები არ შეაფერხებს შეჯიბრებითობასა და ეკონომიკურ სტაბილურობას.”- აღნიშნა მასპინძელი ქვეყნის ენერგეტიკის,ვაჭრობისა და მრეწველობის მინისტრმა, მიქაელ დამიანოსმა.
„ესპანეთში ჩვენი მთავარი მიზანია, დავაჩქაროთ ენერგეტიკული გარდაქმნა. ვფიქრობ, ახლა საჭიროა ყველა კომპონენტის განხილვა. უკეთ უნდა ვიყოთ მზად მომავალი კრიზისებისთვის. რეალობა კი ისაა, რომ ჩვენი მოქალაქეების, ეკონომიკისა და ინდუსტრიების ავტონომია, უსაფრთხოება და კეთილდღეობა უნდა ეფუძნებოდეს შესაძლებლობას, გამოვიყენოთ საკუთარი, ადგილობრივი რესურსები. სწორედ ამიტომ, ჩვენი მხარდაჭერა უნდა იყოს ძალიან, ძალიან მკაფიო ელექტრიფიკაციის, განახლებადი ენერგიის წყაროებისა და ელექტროგადამცემი ქსელების მიმართ..ჩვენ გვჭირდება დაბალანსებული მიდგომა მომხმარებლებსა და ინდუსტრიებს შორის, რომლებიც ამ კრიზისისგან ზარალდებიან, და იმ კომპანიებს შორის, რომლებიც, შესაძლოა, მიმდინარე სიტუაციაში დამატებით მოგებას იღებენ. სწორედ ამიტომ, გვინდა ამ ბალანსის უზრუნველყოფა“- ამბობს ესპანელი მინისტრი, სარა ააგესენი.
ენერგეტიკული კრიზისის პირობებში ზოგიერთმა კომპანიამ მაღალი მოგება ნახა, რამაც ბალანსი შეცვალა, სწორედ ამიტომ მიმართა ევროკავშირის ხუთმა სახელმწიფომ ევროკომისიას საკითხით დაინტერესებისკენ მოწოდებით.
**„ვფიქრობ, მნიშვნელოვანია, რომ ევროპას ჰქონდეს დაბალანსებული ენერგეტიკული ნაზავი და არ გამორიცხოს არაფერი, რათა შეძლოს საკუთარი ენერგეტიკული უსაფრთხოების უზრუნველყოფა, რაც ამჟამად კრიტიკულად მნიშვნელოვანი საკითხია. გმადლობთ“-**ამბობს საბერძნეთის გარემოსა და ენერგეტიკის მინისტრი, სტავროს პაპასტავროუ.
**„საჭიროა ყველა აუცილებელი ზომისა და პაკეტის განხილვა, მაგრამ ეს, რა თქმა უნდა, მთლიანად ვერ მოაგვარებს საწვავის კრიზისულ სიტუაციას. ასე რომ, ეს შეიძლება იყოს ერთ-ერთი ვამჟამად კვიპროსი ევროკავშირის პრეზიდენტი ქვეყანაა, რომელიც როტაციით ერტ ქვეყნიდან მეორეზე გადადის.არიანტი, მაგრამ არა მთავარი“-**აღნიშნავს ლიეტუვას ენერგეტიკის მინისტი,ჟიგიმანტას ვაიჩიუნასი.
ნიქოზიაში მიმდინარე საუბრებს ესწრება უკრაინის წარმომადგენლობაც, რომლებიც ენერგეტიკული კრიზისის ფონზე რუსული ჩრდილოვანი ფლოტის საკითხის წამოწევას ცდილობს, რომელსაც კრემლი ომის დასაფინანსებლად იყენებს.
„ყველას სურს ფულის კანონიერად და გამჭვირვალედ გამომუშავება. თუ ყოველ ჯერზე შევამოწმებთ და დავადასტურებთ ჩრდილოვან ფლოტებს, რომლებსაც დიდი რაოდენობით დიზელი შემოაქვთ ჩრდილოვან ზონაში, დამიჯერეთ, ფასების სტაბილურობა ვერც ერთ ქვეყანაში ვერ იქნება მიღწეული. სწორედ ამიტომ, ჩრდილოვანი ფლოტი ევროპაში, განსაკუთრებით კი, საწვავის ფასებთან დაკავშირებული ერთ-ერთი მთავარი პრობლემაა“- ამბობს უკრაინის ელჩი კვიპროსში,სერგიი ნიჟინსკი.
კვიპროსი ამჟამად ევროკავშირის პრეზიდენტი ქვეყანაა, სტატუსი მან ტრადიციული როტაციის პრინციპით მიიღო. არაფორმალური შეხვედრის დეტალები ჯერ არ გასაჯაროვებულა,თუმცა ცნობილია,რომ ევროპელი მინისტრები კონტექსტის გათვალისწინებით კონტინენტის ენერგეტიკული რესურსების კვლევებისა და განვიტარების საკიტხებსაც განიხილავენ. ამ მხრივ საბერძნეთში, იტალიაში, რუმინეთსა და პოლონეთში ასრსებული პროექტებს გაესვა ხაზი, როგორც დამატებით რესურსებს,რომლებსაც გაფართოების პოტენციალი გააჩნიათ.
