გერმანიის თავდაცვის მინისტრს სჯერა, რომ ვლადიმერ პუტინის ბოლო განცხადებები, უკრაინასთან ომის დასასრულის მოახლოებასთან დაკავშირებით, რუსეთის ჰიბრიდული ტაქტიკის ნაწილია და რომ რეალურად რუსეთის პრეზიდენტი მსგავსს არაფერს გულისხმობს. ამის შესახებ ბორის პისტორიუსმა კიევში მოულოდნელი ვიზიტის დროს განაცხადა, სადაც უკრაინასთან შეიარღების ახალი, მაღალტექნოლოგიური სისიტემის ერთობლივი მშენებლობის თაობაზე მსჯელობდა.
„ვლადიმერ პუტინი ამჟამად საუბრობს იმაზე, რომ უკრაინაში ომი დასასრულს უახლოვდება. ეს აჩენს შეკითხვას : თუ ის ხედავს ომის დასასრულის მოახლოვებას, არ შეუძლია რომ დაასრულოს ის, დროს ხომ ის აკონტროლებს? თუმცა ის აგრძელებს პირობების წაყენებას. არსებობს იმის შიში, რომ ეს მორიგი ტყუილია. ვიმედოვნებ, რომ ვცდები, თუმცა ამის გამორიცხვა არ შეიძლება. რადგან ეს მისი ჰიბრიდლი ომის ტაქტიკაა, ამგვარია ბოლო წლების რეალობა. ყოველ ჯერზე, როდესაც საუბარი იწყებოდა ომის დასრულებასა და მშვიდობაზე, ის განსხვავებულად იქცეოდა იმისგან, რაზეც მოლაპარაკებები მიმდინარეობდა. უქმეებზე სამდღიანი ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებაც დაირღვა, პუტინზეა დამოკიდებული რომ დაასრულოს ეს ომი და უკრაინელი მოქალაქეების დატერორება. პირადად მე მჯერა,რომ პუტინი ამას აკეთებს მისი სისუსტეებიდან ყურადღების გადასატანად, ის რთუად თუ მოიტანს ტერიტორიული მიღწევების მაგალითს, მისი ჯარი კი აგრძელევს დაპატრონებული ტერიტორიების დაკარგვას“- თქვა კიევში მყოფმა ბორის პისტორიუსმა.
თავდაცვით თანამშრომლობაზე საუბრები ურკაინის დედაქალაქში ხანგრძლივი იყო. უკრაინის თავდაცვის მინისტრს ყურადღების მიღმა არ დარჩენია ის ფაქტი,რომ ბერლინი კიევის ყველაზე მსხვილი მხარდამჭერია თავდაცვისა და უსაფრთხოების გაძლიერების საქმეში, მას შემდეგ რაც მოსკოვმა ქვეყნის წინააღმდეგ სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. 2026 წლის მონაცემებით ბერლინს კიევისთვის 100 მილიარდზე მეტი ევრო აქვს გაცემული, მათი ნახევარზე მეტი კი სწორედ შეიარაღებაზე. გარდა ამისა ენერგეტიკულ ინფრასტრუქტურაზე, ჰუმანიტარულ დახმარებისა და დევნილების დახმარებისთვის.
„ჩვენმა პრეზიდენტმა და შეიარაღებულმა ძალებმა უბიძგა რუსეთს ცეცხლის შეწყვეტისკენ. ეს იმის კარგი მაგალითია, თუ რა შედეგი აქვს ეფექტურ ორგანიზებას, შეიარაღებას, მხარდაჭერას. მნიშვნელოვანია ითქვას,რომ დღეს გერმანია ნომერ პირველი ქვეყანაა მსოფლიოში უკრაინის დახმარების თვალსაზრისი უსაფრთხოების საკითხებში. ის ითვლის ჩვენი ქვეყნისთვის გაწელული დახმარების მესამედს. მსურს მადლობა გადაგიხადოთ ამისათვის. პირველ რიგში ეს საჰაერო თავდაცვას შეეხება“- აღნიშნა უკრაინის თავდაცვის მინისტრმა,მიხაილო ფედეროვმა.
უკრაინაში გერმანელი მინისტრის ვიზიტი წინასწარ არ დაანონსებულა, უსაფრთხოებითი საკიტხებიდან გამომდინარე. საგულისხმოა რომ უკრაინა და რუსეთი პარასკევს ცეცხლის სამი დღით შეწყვეტაზე შეთანხმდნენ, აშშ-ის პრეზიდენტის ჩართულობით მიმდინარე სამშვიდობო ძალისმევსი ფარგლებში, თუმცა შეთანხმება დაირღვა და მხარეები ამაში ერთმანეთს ადანაშაუელბენ.
