კატეგორიები

ესტონეთი მოუწოდებს ევროკავშირს, არ გასცეს ვიზები რუსეთის მოქალაქეებისთვის

ესტონეთი მოუწოდებს ევროკავშირს, არ გასცეს ვიზები რუსეთის მოქალაქეებისთვის
ესტონეთის მიზანია, უკრაინის წინააღმდეგ მებრძოლ, რუსეთის მოქალაქეობის მქონე პირებს სამუდამოდ აეკრძალოთ ევროკავშირის ტერიტორიაზე შესვლა.

ბალტიური სახელმწიფოს საგარეო საქმეთა მინისტრის თქმით, ევრობლოკმა უნდა გადახედოს საკუთარ პოლიტიკას და სათანადო ადგილი მიუჩინოს რუს მოქალაქეებს, რომლებსაც „სამხედრო კრიმინალებს“ უწოდებს.

„საკითხი, რომელიც მე მაწუხებს ეხება იმას, რომ გასულ წელს, შენგენის ზონაში რუსეთის მოქალაქეებზე 600 000 ვიზა გაიცა. ჩვენ გამოვდივართ ინიციატივით, მივიღოთ საერთო პოლიტიკა, რათა ვიზების გაცემა აიკრძალოს უკრაინის წინააღმდეგ, რუსეთის მხარეს მებრძოლ პირებზე, უფრო სწორედ სამხედრო დამნაშავეებზე.

უნდა ვიპოვოთ გადაწყვეტა ამ საკითხზე ევროკავშირის დონეზე და კაია კალასი ამ თემით არის დაკავებული. ეს მებრძოლები აუცილებლად უნდა შევიყვანოთ შენგენის ზონის შავ სიაში. დაე, ამ პირებმა იცოდნენ, რომ სამომავლოდ ვეღარასდროს მოაღწევენ ევროპამდე. მათი ერთადერთი ადგილი არის ჰააგა.

ეს კვირა მნიშვნელოვანი იქნება რუსულ აგრესიასთან დაკავშირებული დანაშაულების საკითხზე სპეციალური ტრიბუნალის შექმნისთვის. ამჟამად ამ ინიციატივას 29 ქვეყანა შეურთდა. ეს არ ეხება მხოლოდ ევროკავშირს. მნიშვნელოვანია, რომ პუტინმა და სამეულმა უნდა აგონ პასუხი“, - განაცხადა ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, მარგუს ცაჰკნამ.

ევროპელი დიპლომატმა ისაუბრა მოსკოვის შეცვლილ რიტორიკაზე, რომელიც განსაკუთრებით შესამჩნევი გახდა 9 მაისს, ვლადიმერ პუტინის მიმართვისას:

„9 მაისს საჯაროდ ვიხილეთ, რომ რუსეთი ბევრად უფრო სუსტია, ვიდრე ნებისმიერი მთელ მსოფლიოში, განსაკუთრებით მის დასავლეთ ნაწილში. პუტინი 9 მაისის სრულფასოვანი აღლუმის აღნიშვნითაც კი შეშინებული იყო. მსგავსი, მგონი, დაახლოებით 20 წლის წინ მოხდა. 1941 წლის ოქტომბერში, მაშინაც კი, როდესაც ნაცისტური გერმანიის ჯარები მოსკოვთან ახლოს იყვნენ, მათ სრულფასოვანი აღლუმი ჩაატარეს.

ეს დიდებული ნიშანია იმისა, რომ რუსეთი უფრო სუსტია. ამიტომ გვჭირდება მეტი ზეწოლა რუსეთზე, რათა რუსეთს ვაიძულოთ, შეიცვალოს საკუთარი მიზნები“.

ესტონეთის ხელისუფლების მტკიცებით, ის პირები, რომლებიც კიევის წინააღმდეგ სამხედრო აგრესიაში მონაწილეობდნენ და ახლა ფრონტის ხაზის ნაცვლად ევროპულ სახელმწიფოებში იმყოფებიან, შესაძლოა, უკრაინაში ომის დასრულების შემდეგაც მნიშვნელოვან საფრთხეს წარმოადგენდნენ ევროზონისთვის.

მიმდინარე წლის დასაწყისში ესტონეთმა ეროვნულ დონეზე დაიწყო რუსეთის მოქალაქეობის მქონე პირებისთვის სამოგზაურო აკრძალვების დაწესება, თუმცა ტალინმა საერთო ევროპულ დონეზეც გადაწყვიტა ამავე ნაბიჯის გადადგმა, კონტინენტის უსაფრთხოების გასაძლიერებლად.

ესტონური მხარის ცნობით, 1 300 რუს მებრძოლს უკვე აქვს დაწესებული სავიზო სანქციები, თუმცა, მათივე ინფორმაციით, გაცილებით მაღალია იმ პირთა რიცხვი, ვინც ევროპულ ქვეყნებში თითქოსდა მშვიდობიანი მოქალაქის სახით იმყოფება.

ევროკავშირის პოლიტიკის შესაბამისად, ბლოკის თითოეული წევრი ქვეყანა დამოუკიდებლად განსაზღვრავს, ვის ესაჭიროება მათ ტერიტორიაზე შესასვლელად სავიზო დოკუმენტაცია, თუმცა, დიპლომატების თქმით, როდესაც საუბარია რუსული აგრესიის წინააღმდეგ ბრძოლაზე, საჭიროა სახელმწიფოთა კონსოლიდაცია და ერთიანი ხედვის შემუშავება.

დაკავშირებული ამბები
ესტონეთი მოუწოდებს ევროკავშირს, არ გასცეს ვიზები რუსეთის მოქალაქეებისთვის 50 ქვეყანა, მათ შორის საქართველო, რუსეთის მიერ ესტონეთის საჰაერო სივრცის დარღვევას გმობს