კატეგორიები

პრეზიდენტი ლულა პრეზიდენტ ტრამპს შეხვდა

პრეზიდენტი ლულა პრეზიდენტ ტრამპს შეხვდა
Copyright AP
ბრაზილიის პრეზიდენტი, ლუიზ ინასიო ლულა და სილვა თეთრ სახლში დონალდ ტრამპს სტუმრობდა. აშშ-ის პრეზიდენტთან შეხვედრაზე განხილვის მთავარი თემები რთული გამოსაცნობი არ ყოფილა : პირველ რიგში ის ამერიკულ ტარიფებს ეხებოდა.

ორმხრივ ვაჭრობასა თუ ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლის გარდა მხარეებმა რეგიონის უსაფრთხოება და კრიტიკულ მინერალეთან დაკავშირებული თემებიც განიხილეს.

უკვე მომდევნო კვირას დაიგეგმა სახელმწიფოების სავაჭრო წარმომადგენლებს შორის შეხვედრა,რომელსაც ბრაზილიური მხარე პრაქტიკულად ტარიფების დასასრულად განიხილავს. ერთობლივი პრეს-კონფერენცია არ ყოფილა,თუმცა შეხვედრის შემდეგ პრეზიდენტებმა მედიასთან ცალ-ცალკე ისაუბრეს.

 

**„ჩვენ დიდებული შეხვედრა გვქონდა პრეზიდენტ ლულასთან. არაფერზე შევთანხმებულვართ, თუმცა მრავლად ვვაჭრობთ და ვაპირებთ, რომ ბრუნვა კიდევ უფრო მეტად გავზარდოთ. ვისაუბრეთ ტარიფებზე. მათ სურთ მათი შემსუბუქება. კარგი შეხვედრა გვქონდა, ის კარგი კაცია, ჭკვიანი“-**აღნიშნა აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა.

„მე შეხვედრა ძალიან კმაყოფილმა დავტოვე, ვფიქრობ ბრაზილიისთვის ეს მნიშვნელოვანი საუბარი იყო, ისევე როგორც აშშ-სთვის. ფოტოგრაფია ძალიან ღირებული რააა, თქვენ მასში დაინახავდით პრეზიდენტს რომელიც იცინის, ეს გაბრაზებულ სახეს აშკარად ჯობია. მე ვტოვებ აქაურობს იმ იდეით,რომ გადავდგით მნიშვნელოვანი ნაბიჯი დემოკრატიის კონსოლიდაციისთვის, ისტორიული ურთერთობებისთვის. ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლას სჭირდება ქვეყნების ერთობლივი მუშაობა და არა ჰეგემონია, ჩვენ მზად ვართ ვიმუშაოთ ამ ჯგუფის შექმნაზე. პრეზიდენტმა ტრამპმა მკითხა, მსოფლიო ჩემპიონატზეც,რამდენად კარგი იყო ბრაზილიის საფეხბურთო ნაკრები, ვეხუმრე,რ ომ იმედია ბრაზილიის ნაკრების ფეხბურტელებს ვიზებს არ გაუუქმებს, რადგან აქ მოსაგებად ჩამოვდივართ“- აღნიშნა პრეს-კონფერენციაზე
ლუიზ ინასიო ლულა და სილვამ.

ბრაზილიის პრეზიდენტმა ამერიკელი კოლეგისგან მიიღ პირობა, რომ არჩევნებში არ ჩაერევა და რომ არც კუბაში აპირებს შეჭრას.

ორ პრეზიდენტს შორის შეხვედრა ქვეყნებს შორის ურთიერთობების სტაბილურობას ემსხურებოდა,  რომელის ტრამპის სატარიფო პოლიტიკამ გაართულა. გასულ წესლ ვაშინგტონმა ბრაზილიას 50 % იანი ტარიფი დაუწესა შტატებში შეტანილ პროდუქციაზე. მოგვაინებით ბრაზილიურ საქონლის ხორცსა და ყავაზე შეზღუდვები მოიხსნა, რამაც აშშ-ში გაზრდილი ფასები ნაწილობრივ დაასტაბილურა.

დაკავშირებული ამბები
აპრილში, ჰორმუზის სრუტის გავლის შემდეგ, კორეული გემი დანიშნულების ადგილას ჩავიდა მომდევნო კვირაში ჩინეთს აშშ-ის პრეზიდენტი ეწვევა