კატეგორიები

აპრილში, ჰორმუზის სრუტის გავლის შემდეგ, კორეული გემი დანიშნულების ადგილას ჩავიდა

აპრილში, ჰორმუზის სრუტის გავლის შემდეგ, კორეული გემი დანიშნულების ადგილას ჩავიდა
მალტის დროშის ქვეშ მცურავმა, 1 მილიონი ბარელი ნედლი ნავთობით დატვირთულმა სამხრეთკორეულმა ტანკერმა, რომელმაც აპრილის შუა რიცხვებში ჰორმუზის სრუტე გაიარა, საბოლოოდ აზიური ქვეყნის დასავლეთ სანაპიროსთან გაჩერდა.

ხომალდი სახელწოდებით „ოდესა“ მსოფლიოს ერთ-ერთ ყველაზე ცხელ წერტილში იმყოფებოდა იმ დროს, როდესაც ირანსა და ამერიკის შეერთებულ შტატებს შორის სამხედრო მოქმედებები მიმდინარეობდა, შემდეგ კი, პაკისტანის შუამავლობის შედეგად, შეჩერდა და ამოქმედდა ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმება.

დუბაის სანაპიროსთან კი გაჩერდა სამხრეთკორეული სატვირთო გემი, რომელიც ჰორმუზის სრუტეში, არაბთა გაერთიანებული საამიროების ტერიტორიის სიახლოვეს აფეთქების შედეგად გამოწვეული ხანძრის გამო მნიშვნელოვნად დაზიანდა და ახლა რემონტს საჭიროებს.

აზიურმა საინფორმაციო სააგენტომ გაავრცელა კადრები დუბაის პორტიდან და ცნობა იმის თაობაზე, რომ ადგილზე სამხრეთ კორეის ხელისუფლების მიერ შექმნილი სპეციალური საგამოძიებო ჯგუფი ჩავიდა, აფეთქების მიზეზების დასადგენად.

სეული სხვა აზიური სახელმწიფოების მსგავსად, მნიშვნელოვნად არის დამოკიდებული ახლო აღმოსავლეთის რეგიონიდან იმპორტირებულ ნედლეულზე.

სამხრეთ კორეაში ახლახან ჩასული 1 მილიონი ბარელის ოდენობის ნავთობი, ქვეყნის ოფიციალური წარმომადგენლების თანახმად, ნედლეულის დღიური გამოყენების მხოლოდ 35-50%-ს მოიცავს.

დაკავშირებული ამბები
აპრილში, ჰორმუზის სრუტის გავლის შემდეგ, კორეული გემი დანიშნულების ადგილას ჩავიდა მომდევნო კვირაში ჩინეთს აშშ-ის პრეზიდენტი ეწვევა