ხმაურიანი ბაზრები, ისტორიული ციხესიმაგრეები, ტყეები და ულამაზესი სანაპიროები - ეს ყველაფერი ერთმანეთის გვერდით შეგხვდებათ ქალაქ ტანჟერში, რომელიც გამორჩეულია თავისი ინდივიდუალიზმით.
Grand Voyage-ის ამ ეპიზოდში ლილი დაუსმა მაროკოს ქალაქ ტანჟერში იმოგზაურა, რათა გაეცნო ამ ქალაქის ისტორია, კულტურა და სამზარეულო.
ტანჟერში ლილი პირველ რიგში ქალაქის ცენტრალურ ისტორიულ მოედანს ეწვია - Grand Socco-ს, სადაც შეიძენთ ხილს, ბოსტნეულსა და სანელებლებს - ყველაფერს, რაც კი შეიძლება დაგჭირდეთ მაროკოს ტრადიციული სამზარეულოსთვის. ეს სრულიად გამორჩეული ადგილია, სადაც გრძნობ ყოველდღიური ყოფის რიტმსა და სადაც შეგიძლია, შეევაჭრო.
ვიწრო ქუჩებში სიარულის დროს ლილი ესტუმრა ქალაქის ტრადიციულ მაღაზიას, რომელიც სავსეა ხელნაკეთი ავეჯით, სპილენძის თეფშებითა და ნაქსოვი ფარდაგებით. ეს ნივთები ადგილობრივი ხელოსნების დამზადებული, რომლებიც ხელობას თაობიდან თაობას გადასცემენ.
ამის შემდეგ ლილი ქალაქის მაღლობზე მდებარე ციხესიმაგრეს ეწვია, რომელიც მრავალი საუკუნეა ქალაქს ზემოდან გადმოჰყურებს.
ძველი ქალაქის დათვალიერების შემდეგ, ლილიმ პიტნის ჩაი და ფინიკი მიირთვა, სანამ თიხის ჭურჭლის დამზადების მასტერკლასს დაესწრებოდა, რომელზეც ისწავლა ტრადიციული ქოთნის დამზადება.
ტანჟერის ახლოს მდებარეობს ქალაქი შეფშაუენი. ეს ქალაქი ცნობილია მიხვეულ-მოხვეული ქუჩებითა და ლურჯად შეფერილი სახლებით. აქაურობა ერთ-ერთი ყველაზე მიმზიდველი ადგილია მაროკოში ფოტოების გადასაღებად. ლილიმ იხეტიალა ამ ქალაქის ცისფრად შეღებილ ქუჩებში, სადაც ყოველი კუთხე ისტორიას ყვება. ამის შემდეგ ლილიმ გაისერინა სანაპიროზე, სადაც ბუნება, ისტორია და მითოლოგია ერთმანეთს ერწყმის. გაზდ ლილი შეხვდა ადგილობრივ მოსახლეობას, რომლებმაც მაროკოს უცხო თვალისთვის შეუმჩნეველი ღირსშესანიშნაობები დაათვალიერებინეს.
ავტორი: ლილი დაუსი
