მოსკოვი საყვარელ თარიღს შიშით ელოდება. 9 მაისის მოახლოვებასთან ერთად დედაქალაქის ცენტრში დრონსაწინააღმდეგო დანაყოფები მრავლად გამოჩნდნენ. მათ ნაციზმზე გამარჯვების 81 წლისადმი მიძღვნილი აღლუმის ექსესების გარეშე ჩატარება დაევალებათ,
თუმცა მოახერხებენ თუ არა ამას, ბუნდოვანია. რადგან უკრაინას ოფიციალურად არ უპასუხია, 8-9 მაისს ცეცხლის შეწყვეტის მოსკოვისეულ შეთავაზებაზე. 5-6 მაისს კიევის ანალოგიურ შეთავაზებას თავად კრემლმა რაკეტებითა და დრონებითუპასუხა, შესაბამისად მოსკოვისთვის რისკები მაღალია.
გარდა იმისა, რომ კრემლს ტრადიციული პომპეზურობაზე უარის თქმა მოუხდა, მოქალაქეებს ამ დღის მობილური ინტერნეტის გარეშე გატარება მოუწევთ, რადგან დედაქალაქში ის სრულად გამოირთვება. ამის ფონზე რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო კიევში აკრედიტებულ საელჩოებს ევაკუაციისკენ მოუწოდებს, დედაქალაქზე დარტყმების რისკებიდან გამომდინარე,რაც იმ შემთხვევაში მოხდება, თუ უკრაინა 9 მაისის ღონისძიებისთვის ხელის შეშლას გადაწყვეტს, ამბობენ ლავროვის უწყებაში.
ფრონტის ხაზზე კი საომარი მოქმედებები აქტიურ ფაზაშია, რუსეთმა უკრაინის ქალაქ ხარკივს შეუტია, დაჭრილთა რაოდენობა 7-მდე გაიზარდა.მათ შორის არის 2 ბავში. მანამდე იყო შეტევა სუმის ოლქზეც, აქ იერიშებს მსხვერპლის გარეშე არ ჩაუვლია. იერიში საბავშვო ბაღზე განხორციელდა,რაც ომის მიმდინარეობის დროს პირველი შემთხვევა არ არის.
რუსეთის თავდაცვის უწყების ინფორტმაციით მათ ბოლო 24 საათში 347 უკრაინული დრონი მოიგერიეს, უკრაინის შეიარაღებული ძალები ინფორმაციით,კი რუსეთმა უკრაინას 102 დრონით შეუტია.
