ერევანმა სომხეთისა და ევროკავშირის პირველ სამიტს უმასპინძლა. ეს მნიშვნელოვანი დიპლომატიური მოვლენაა სამხრეთ კავკასიის ქვეყნისთვის, რომელიც ოფიციალურად აცხადებს, რომ ევროკავშირში გაწევრება სურს და ძველ მოკავშირესთან, რუსეთთან კავშირებს ფრთხილად ამცირებს.
ორმხრივ შეხვედრაზე მხარეებმა ხელი მოაწერეს დაკავშირებადობის სფეროში პარტნიორობის შესახებ შეთანხმებას, რომლის მიზანიც ეკონომიკური კავშირების გაძლიერება და უსაფრთხოების თვალსაზრისით თანამშრომლობის გაღრმავებაა. „ამას ჩვენი თანამშრომლობა ამბიციის ახალ დონზე აჰყავს“, - განაცხადა ევროკომისიის პრეზიდენტმა, ურსულა ფონ დერ ლაიენმა, ევროპული საბჭოს პრეზიდენტ ანტონიო კოშტასა და სომხეთის პრემიერ-მინისტრ ნიკოლ ფაშინიანთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე.
„როდესაც ევროკავშირის სტანდარტებთან სრულ შესაბამისობაში მოვალთ, ორი ვარიანტი გვექნება: ევროკავშირში ან მიგვიღებენ, ან არა. ამას იმიტომ ვამბობ, რომ ეს პოლიტიკური გადაწყვეტილებაა და ევროკავშირზეა დამოკიდებული. ჯერ არ ვიცით - შესაძლოა, ევროკავშირმა გადაწყვიტოს, რომ სხვადასხვა მიზეზების გამო აღარ გაფართოვდება. მაგრამ თუ წევრ სახელმწიფოდ მიგვიღებენ, ჩვენ კმაყოფილები და ბედნიერები ვიქნებით. ხოლო თუ არ მიგვიღებენ, სარგებელს მაინც მივიღებთ, რადგან სომხეთის რესპუბლიკა გახდება ქვეყანა, რომელიც ევროპულ სტანდარტებს შეესაბამება და ყველა იმ დადებით შედეგს მიიღებს, რაც ამას მოჰყვება“, - განაცხადა ნიკოლ ფაშინიანმა.
„სომხეთი ევროპასა და აზიას შორის დამაკავშირებელ ჰაბად გადაიქცა. ევროკავშირი სომხეთისა და ფართო რეგიონისთვის მთავარი გრძელვადიანი პარტნიორია. უფრო ძლიერი სატრანსპორტო, ენერგეტიკული და ციფრული კავშირებით ნდობის გაძლიერება, სამუშაო ადგილების შექმნა და საერთო კეთილდღეობის საფუძველზე მეზობლების დაახლოება შეგვიძლია. ეს ხანგრძლივი მშვიდობის ყველაზე ეფექტური საფუძველია. სომხეთს შეუძლია ევროკავშირს დაეწყდნოს ამ გარდამტეხ გზაზე ერთად სირულისას. ჩვენ მზად ვართ სომხეთის გაძლიერებისა და უსაფრთხოების მხარდაჭერისთვის“, - თქვა ანოტონიო კოშტამ.
„ჩვენ ყველანი არასტაბილურ გეოპოლიტიკურ გარემოში ვცხოვრობთ. ასეთ რთულ ვითარებაში ევროკავშირისა და სომხეთის პირველი სამიტი მეტად დროულია. ეს შესაძლებლობაა ჩვენი კავშირების გაღრმავებისა და ჩვენი უნიკალური პარტნიორობის ახალ დონეზე გადაყვანისთვის. ამას ოთხი საკვანძო პრიორიტეტის მიმართულებით გავაკეთებთ. პირველი დაკავშირებადობაა - და ჩვენ ახლახან მოვაწერეთ ხელი დაკავშირებადობის სფეროში პარტნიორობას. ამას ჩვეენი თანამშრომლობა ამბიციის ახალ დონზე აჰყავს“, - განაცხადა ურსულა ფონ დერ ლაიენმა.
ევროკავშირისა და სომხეთის სამიტი ერევანშივე გამართულ ევროპის პოლიტიკური თანამეგობრობის მერვე შეხვედრას მოჰყვა. ამ შეკრებამ სამხრეთ კავასიაშია ათობით ევროპელი ლიდერი ჩამოიყვანა. ეს, ისევე როგორ ბრიუსელისა და ერევანის სამიტი აჩვენებს, რომ სომხეთი რუსეთის გავლენის შემცირებას ცდილობს.
ერევანსა და მოსკოვს შორის ურთიერთობები 2023 წლიდან, მეზობელი აზერბაიჯანის მიერ ყარაბაღის რეგიონის სრულად დაბრუნების შემდეგ მნიშვნელოვნად დაიძაბა.
