კატეგორიები

სირია ირანში მიმდინარე ომის შედეგებს რთულად უმკლავდება

სირია ირანში მიმდინარე ომის შედეგებს რთულად უმკლავდება
Copyright AP
ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე ომის შედეგებს მსოფლიოს არაერთი ქვეყნის მსგავსად რთულად უმკლავდება სირია, რომელიც ბაშარ ალ ასადის რეჟიმის ცვლილების შემდეგ ფეხზე დადგომას ცდილობს.

სამოქალაქო ომისა თუ საერთაშორისო სანქციების შემდეგ უკვე ორი ათწლეულია დამასკო ეკონომიკურ კრიზისშია, ახალი ხელისუფლების  მხრიდან დასავლეთის ქვეყნებთან ურთიერთობების დათბობის მიუხედავად, რეგიონში ომი სირიის მოსახლეობას მძიმედ დააწვა.

“ხელშესახები აღარაფერია, ბოლო 2 დღეში ფასები გაფრინდა, ხორცზე,ქათამზე, თავად თქვით. ხელფასები დაბალია, მოსახლეობის 60 % არ მუშაობს, ბევრი მშიერია, ნაწილი კი სიღარიბეში იხჩობა და დახმარება სჭირდება. მე სპარსეთის ყურიდან  10 000 დოლარით დავბრუნდი, თუმცა 6 თვეში აღარაფერი გამაჩნია. არც შემოსავალი მაქვს და არც დასაქმების შესაძლებლობა“

უმუშევრობისა და სიღარიბის ფონზე უკვე ახალი კრიზისი დედაქალაქის მთავარ ბაზარზეც აისახა, სადაც ხალხმრავლობა ძველებური აღარაა. ძირითადი მოხმარების პროდუქტებზე, როგორიცაა პური თუ კვერცხი, ფასების ზრდა გრძელდება, სულ რომ არაფერი იტქვას საწვავზე. შედეგები ყველაზე თვალსაჩინო ბიზნესების მეპატრონეებისთვისაა.

„ამწუთას ყველაფერი ძალიან ძვირია. ფასები საწვავზე, დიზელზე, გაზზე მაღლა და მაღლა მიდის. ადამიანების მყიდველუნარიანობა  პრაქტიკულად განახევრდა, მე აქამდე 50 კილოგრამ ქათამს ვყიდდი დღეში, ახლა კი 25 კილოგრამის გაყიდვას თუ ვახერხებ. ბევრმა ოჯახმა გადაწყვიტა ეკონომია გააკეთოს და  ხორცზე უარის თქმა მოუხდათ“-აღნიშნავს დამასკოს ბაზარში ხორციხ მაღაზიის მფლობელი,აბუ ხალედი.

აშშ-ისა და ისრაელის ერთობლივი სამხედრო ოპერაცია ირანში ისე დაიწყო და გრძელდება, რომ სირიამ კონფლიქტისგან მაქსიმალური დისტანცირება მოახდინა, თუმცა ომის გლობალურ ეფექტს მაინც ვერ გაექცა.

დაკავშირებული ამბები
სირია ირანში მიმდინარე ომის შედეგებს რთულად უმკლავდება სირიამ ასადის რეჟიმის მაღალჩინოსნების გასამართლების პროცესი დაიწყო