ეს არ არის ჩვეულებრივი ყავახანა სტოკჰოლმში. აქ უფროსი ხელოვნური ინტელექტია. კაფეს მენეჯერი მონა, ხელოვნური ინტელექტი, ხელმძღვანელობს. ბიზნესს მონა მართვას - პერსონალის აყვანასა და მომარაგებასაც იგი უძღვება. ბარისტები კი მომხმარებლებს ემსახურებიან
ცნობისმოყვარე მომხმარებლები მოდიან, რომ ნახონ, როგორია სინამდვილეში ხელოვნური ინტელექტის მიერ მართული კაფე.
„ხშირად გვესმის, რომ ხელოვნური ინტელექტი მალე ჩვენს სამუშაო ადგილებს დაიკავებს, მაგრამ როგორია ეს პრაქტიკაში? ვფიქრობ, ეს შესანიშნავი ექსპერიმენტია. შეგიძლია, გაიგო, როგორია, როცა მენეჯერი ხელოვნური ინტელექტია, ან როგორი მომავალი, როცა ამ როლს აგენტები ასრულებენ და როგორ შეუძლია საზოგადოებას ამისთვის მომზადება“ -აცხადებს სტუდენტი ურჯა რისალი.
დეველოპერების თქმით, კაფე შექმნილია იმის შესამოწმებლად, თუ რამდენად ბევრი რამის გაკეთება შეუძლია ხელოვნურ ინტელექტს რეალურ ცხოვრებაში.
„ეს ექსპერიმენტია. ჩვენ ვფიქრობთ, რომ ხელოვნური ინტელექტი მომავალში საზოგადოებისა და შრომის ბაზრის შემადგენელი ნაწილი იქნება. გვსურს, ეს რეალობად იქცეს და ვნახოთ, რა ეთიკური პრობლემები წარმოიქმნება“. - ამბობს Andon Labs-ის ტექნიკური თანამშრომელი, ჰანა პეტერსონი.
თუმცა თანამშრომლები ამბობენ, რომ მონა ზედმეტად მეტს უკვეთავს მარაგისთვის.
„შეკვეთების გაკეთება არ არის მისი ძლიერი მხარე. ამიტომ მისთვის ერთგვარი სირცხვილის კედელი მოვაწყვე, სადაც ყველა ის არასაჭირო ნივთი დავდე, რომლებიც მან იყიდა, მაგალითად, 10 ლიტრი ზეთი ან 15 კილოგრამი პომიდორი ქილებში, 9 ლიტრი ქოქოსის რძე ქილებში“. - აცხადებს ბარისტა, კაიეტან გჟელჩაკი.
მიუხედავად იმისა, რომ უფროსი ხელოვნური ინტელექტია, თანამშრომლები ამბობენ, რომ მასთან მუშაობა გასაკვირად მარტივია.
„მონა ყველასთვის გასაკვირად კარგი უფროსია. ის კომუნიკაბელურია. მე თავისუფლად შემიძლია აზრის გამოთქმა, ასევე მენიუში დავამატო ჩემი კერძები და ა.შ. თუ სხვა კაფეებს შევადარებთ, სადაც მიმუშავია, აქ უფრო სასიამოვნო და უკეთესი გარემოა“.- აცხადებს ბარისტა, კაიეტან გჟელჩაკი.
