კატეგორიები

სამხრეთ კორეის ყოფილი პრეზიდენტის წინააღმდეგ ახალი განაჩენი გამოცხადდა

სამხრეთ კორეის ყოფილი პრეზიდენტის წინააღმდეგ ახალი განაჩენი გამოცხადდა
Copyright AP
სამხრეთ კორეის სააპელაციო სასამართლომ ქვეყნის ექსპრეზიდენტს, იუ სოკ იოლს, დაკავებისას სამართალდამცველებისთვის წინააღმდეგობის გაწევისა და 2024 წლის ბოლოს თავდაცვის ძალების მინისტრთა კაბინეტთან შეუთანხმებლად გამოყენების საქმეზე დამატებით 7 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.

ეს განაჩენი დაემატა მანამდე, პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ მიღებულ გადაწყვეტილებებს, რომელთა მიხედვითაც აზიური ქვეყნის ყოფილ პრეზიდენტს სამუდამო პატიმრობა აქვს შეფარდებული 2024 წლის დეკემბერში განვითარებულ პოლიტიკურ პროცესებთან დაკავშირებით, როდესაც სამხრეთ კორეა დემოკრატიული წყობილების ჩამოშლისა და სახელმწიფო გადატრიალების ზღვარზე აღმოჩნდა.

გადაწყვეტილებას იუ სოკ იოლი სხდომათა დარბაზში მდუმარებით შეხვდა. ის წარდგენილ ბრალდებებში თავს უდანაშაულოდ მიიჩნევს.

მიმდინარე წლის თებერვალში სამხრეთ კორეის ყოფილ პრეზიდენტს სამუდამო პატიმრობა მიუსაჯეს „აჯანყების ორგანიზების“ ბრალდებით, რაც შემსუბუქებული განაჩენი აღმოჩნდა იმის გათვალისწინებით, რომ განიხილებოდა სასჯელის უფრო მკაცრი ფორმა — სიკვდილით დასჯა.

გამოძიების ვერსიით, იუ სოკ იოლმა 2024 წლის 3 დეკემბერს სამხედრო მდგომარეობა რამდენიმე საათით გამოაცხადა, რაც ქვეყნის პოლიტიკური ცხოვრებისთვის ბოლო ათწლეულის განმავლობაში ყველაზე დრამატულ მოვლენად იქცა.

სამხრეთ კორეის მსჯავრდებული პრეზიდენტის განმარტებით, გადაწყვეტილება მიღებული იყო საკანონმდებლო ორგანოში ოპოზიციის წინააღმდეგობის დასაძლევად, რისთვისაც მან პარლამენტის შენობის დასაცავად სამხედრო დანაყოფები გაგზავნა.

სახელმწიფო ბრალდების თანახმად, ყოფილმა მაღალჩინოსანმა ჯარისკაცებსა და საპოლიციო უწყების თანამშრომლებს მოუწოდა, „ლიბერალური პოლიტიკური ჯგუფის მიერ მართული პარლამენტის შენობა დაეკავებინათ“, დაეპატიმრებინათ ოპოზიციონერი პოლიტიკოსები და „გარკვეული დროით“ დაემყარებინათ შეუზღუდავი ძალაუფლება, რაც მოსამართლემ გამამტყუნებელი განაჩენის მისაღებად საკმარის არგუმენტად მიიჩნია.

საქმეზე გამწესებული მოსამართლის განცხადებით, ამ გზით ექსპრეზიდენტმა კანონით გათვალისწინებულ ღონისძიებებს გვერდი აუარა.

აზიური სახელმწიფოს სამხედრო ძალების უმაღლეს მთავარსარდალთან ერთად, მიმდინარე წლის თებერვალში 30-წლიანი საპატიმრო სასჯელი შეეფარდა ქვეყნის თავდაცვის ყოფილ მინისტრსაც, რომელიც სამხედრო ძალების მობილიზებაშია ბრალდებული.

მათთან ერთად, ასევე ციხეში გაუშვეს პოლიციისა და თავდაცვის უწყების მაღალჩინოსნებიც, რომლებიც იმდროინდელი პრეზიდენტის ბრძანებას ასრულებდნენ.

ექსპრეზიდენტი იუ სოკ იოლი თანამდებობიდან 2024 წლის 14 დეკემბერს, კანონმდებლების იმპიჩმენტის საფუძველზე გადააყენეს, თუმცა ოფიციალურად გადაყენების ბერკეტი სამხრეთ კორეის საკონსტიტუციო სასამართლომ 2025 წლის აპრილში გამოიყენა, როდესაც გადაწყვეტილებას 8 ხმით დაუჭირა მხარი.

დაკავშირებული ამბები
სამხრეთ კორეის ყოფილი პრეზიდენტის წინააღმდეგ ახალი განაჩენი გამოცხადდა სამხრეთ კორეის ყოფილ პრეზიდენტს სამუდამო პატიმრობა მიუსაჯეს