კატეგორიები

თურქეთის კიდევ ერთ სკოლაში მომხდარ სროლას მსხვერპლი მოჰყვა

თურქეთის კიდევ ერთ სკოლაში მომხდარ სროლას მსხვერპლი მოჰყვა
Copyright AP
თურქეთის სამხრეთ ნაწილში მდებარე კიდევ ერთ სკოლაში მომხდარი სროლის შედეგად, სულ მცირე, 4 ადამიანი დაიღუპა, მათ შორის არიან მასწავლებელი და მოსწავლეები. დაშავებულია 20 ადამიანი, რომელთა მდგომარეობა, ადგილობრივი ხელისუფლების ცნობით, მძიმეა.

მედიასთან საუბრისას, კახრამანმარაშის პროვინციის გუბერნატორმა, მიუკერემ იუნლერმა განაცხადა, რომ თავდამსხმელი სკოლის მოსწავლე იყო, რომელსაც ზურგჩანთაში, სავარაუდოდ, მამის კუთვნილი იარაღი ჰქონდა. მისივე თქმით, სასწავლო დაწესებულების შენობაში შესვლისას მან უმისამართოდ გახსნა ცეცხლი.

ადგილობრივი მედია გაესაუბრა თვითმხილველებსაც, რომელთა თქმით, სკოლის შენობიდან ინტენსიური და ხანგრძლივი სროლის ხმა ისმოდა.

თურქეთის იუსტიციის მინისტრის, აკინ გიურლეკის განცხადებით, ადგილობრივმა პროკურატურამ დაუყოვნებლივ დაიწყო საგამოძიებო მოქმედებები. სასწავლო დაწესებულების პერიმეტრსა და მიმდებარე ტერიტორიაზე სამართალდამცველებმა უსაფრთხოების განსაკუთრებული ზომები მიიღეს.

თურქეთში სკოლებზე შეიარაღებული თავდასხმები საკმაოდ იშვიათია, რასაც სტატისტიკაც ადასტურებს, თუმცა ეს უკვე ზედიზედ მეორე შემთხვევაა.

ქვეყნის ამავე ნაწილში, ქალაქ სივერეკში, 14 აპრილს 18 წლის პირმა, იმავე სკოლის ყოფილმა მოსწავლემ, გლუვლულიანი თოფიდან გახსნა ცეცხლი, რის შედეგადაც 16 ადამიანი დაშავდა. თავდამსხმელი სპეციალური დანიშნულების რაზმებს არ ჩაბარდა და თავი მოიკლა.

დაკავშირებული ამბები
თურქეთის კიდევ ერთ სკოლაში მომხდარ სროლას მსხვერპლი მოჰყვა თურქეთის ერთ-ერთ სკოლაში ყოფილმა მოსწავლემ ცეცხლი გახსნა - დაშავებულია 16 ადამიანი