კატეგორიები

აშშ-ის შეჭრის თავიდან ასაცილებლად დანიამ გრენლანდიაში ჯარები განალაგა

აშშ-ის შეჭრის თავიდან ასაცილებლად  დანიამ გრენლანდიაში ჯარები განალაგა
Copyright AP Photo
დანიური მაუწყებელი DR აცხადებს, რომ იანვარში დანიამ და მისმა მოკავშირეებმა გრენლანდიაში სამხედრო ძალები გაგზავნეს, რადგან შიშობდნენ, რომ ქვეყანას შეერთებული შტატები დაიკავებდა.

DR-მ განაცხადა, რომ მათ ნახეს 13 იანვრით დათარიღებული სამხედრო ოპერაციების ბრძანება, რომლის მიხედვით,  დანიის ავტონომიურ ტერიტორიაზე დანიური ძალები უნდა განლაგებულიყვნენ. მიზეზი კუნძულის ანექსიასთან დაკავშირებით   პრეზიდენტ დონალდ ტრამპის  განცხადებები იყო.

დოკუმენტში აღწერილი იყო გრენლანდიის თავდაცვის ორგანიზების ოპერაცია, რომელიც ვენესუელაში აშშ-ის მოქმედებების შემდეგ დაიწყო. აშშ-ს მიზანი პრეზიდენტ ნიკოლას მადუროს ძალაუფლებიდან ჩამოშორება იყო.

იანვარში ევროკავშირის რამდენიმე ქვეყანამ, მათ შორის საფრანგეთმა, გერმანიამ, შვედეთმა, ნიდერლანდებმა და სხვებმა, გრენლანდიაში დანიის ხელმძღვანელობით გამართული ნატოს წვრთნების - „არქტიკული გამძლეობის“ ფარგლებში ჯარები გააგზავნა. თუმცა რამდენიმე სამხედრო მაღალჩინოსანმა DR-ს განუცხადა, რომ წვრთნები არ ჩატარებულა,  ქვეყნებმა მიზანმიმართულად განალაგეს  ჯარები.

ტრამპმა არაერთხელ განაცხადა, რომ გრენლანდია შეერთებულმა შტატებმა უნდა გააკონტროლოს მისი ეროვნული უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად.  ამასთან, ამ მიზნის მისაღწევად იგი არ გამორიცხავდა  სამხედრო ძალის გამოყენებასაც.

რამდენიმე კვირის განმავლობაში ინტენსიური აგრესიული განცხადებების შემდეგ, რომელთა გამოც ალიანსი უკიდურესად ღრმა კრიზისში აღმოჩნდა, ტრამპმა იანვრის ბოლოს უკან დაიხია, მუქარა შეწყვიტა  და განაცხადა, რომ გრენლანდიასთან დაკავშირებით სამუშაო ჩარჩოს ფარგლებში  მან ნატოს გენერალურ მდივანთან   მიაღწია შეთანხმებას, რომლის დეტალებიც ამ დროისთვის არ არის გასაჯაროებული.

დაკავშირებული ამბები
აშშ-ის შეჭრის თავიდან ასაცილებლად დანიამ გრენლანდიაში ჯარები განალაგა გრენლანდიამ და დანიამ ამერიკული სამედიცინო გემის მიღებაზე უარი განაცხადეს