დანიაში პოლიტიკური გაურკვევლობა დასრულდა. მოქმედმა პრემიერ-მინისტრმა,მეტე ფრედერიკსენმა ხელისუფლებაში მესამე ვადით დარჩენა მოახერხა. საამისოდ მის სოციალ-დემოკრატიულ პარტიას მემარცხენე-ცენტრისტებთან კოალიციის შექმნა მოუხდა. შედეგად ფრედერიკსენი კვლავ ქვეყნის სათავეში რჩება - იმ კრიზისის ფონზე, რომელიც აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის პრეტენზიებს მოჰყვა გრენლანდიასთან მიმარტებით.
ახალი სტარტის შემდეგ მთავრობის დაუყოვნებლივი დავალებები სწორედ გრენდალნდიასთან დაკავშირებული მოლაპარაკებების გაგრძელება და ქვეყნის უსაფრთხოების სისტემის გაძლიერერბაა, მათ შორის უკრაინაში რუსეთის აგრესიული ომის ფონზე.
ფრედერიკსენის პარტია მინისტრთა კაბინეტში უმცირესობით იქნება წარმოდგენილი, მასთან ერთად მინისტრთა პორთფელების ჩაბარებას შეძლებენ სოციალ ლიბერალები, მწვანე მემარცხენეები და ცენტრისტებიც.ნებისმიერ შემტხვევაში მტავრობის ფორმირებისთვის დადებული გარიგება ქვეყანას საშუალებას აძლევს დაასრულოს მარტში გამართული არჩევნებით გამოწვეული ბუნდოვანება, როდესაც დანიის საკანონმდებლო ორგანოში მანდატების მოპოვება 12-მა პარტიამ შეძლო . სწორედ ამ დროს დაკარგა მმართველმა პარტიამ უმრავლესობა, მინუს 38 დეპუტატით საკანონმდებლო ორგანოში. ანალიზის შემდეგ პარტიამ დაასკვნა, რომ ამ მარცხში დიდი როლი ითამაშა მოსახლეობის უკმაყოფილებამ გაზრდილ ფასებთან დაკავშირებით.
„ვწუხვარ, ძალიან ვწუხვარ, რომ ამაზე მეტი ხმის მოპოვება ვერ შევძელით, მე ასევე მქონდა უკეთესი შედეგების იმედი. მაგრამ დღეს ვერაფერი გაგვიფუჭებს ხასიათს, სოციალ დემოკრატები კიდევ ერთხელ გახდნენ დანიელებისთვის ყველაზე საყვარელ პოლიტიკურ პარტია“- აღნიშნა მაშინ მეტე ფრედერიკსენმა. რომელიც უკვე დღეს,დანიის კონსტიტუციით გათვალისწინებული ნორმების ფარგლებში მეფე ფრედერიკს შეხვდა, იმის სათქმელას, რომ ხანგრძლივი მოლაპარაკებების შედეგად მთავრობის ფორმირებისთის გზა ხსნილია.
