მთავარიევროპარუსეთიაფეთქება მოსკოვში - დაიღუპა პოლიციელი და თავდამსხმელი

აფეთქება მოსკოვში – დაიღუპა პოლიციელი და თავდამსხმელი

მოსკოვში გამთენიისას უცნობმა პირმა პოლიციის საპატრულო ავტომობილთან ახლოს ასაფეთქებელი მოწყობილობა აამოქმედა. აფეთქებას თავად თავდამსხმელი და ერთი პოლიციელი ემსხვერპლნენ, ორი სამართალდამცველი  კი დაშავდა.

რუსეთის შინაგან საქმეთა სამინისტროს მოსკოვის განყოფილების ინფორმაციით, ინციდენტი ქალაქის ცენტრალურ ნაწილში, რკინიგზის სადგურის მიმდებარე ტერიტორიაზე მოხდა.

რუსეთის საგამოძიებო კომიტეტის პრესსპიკერის, სვეტლანა პეტრენკოს განცხადებით, თავდამსხმელმა  საგზაო პოლიციის ავტომობილთან ახლოს ააფეთქა მოწყობილობა.

„რუსეთის საგამოძიებო კომიტეტი იძიებს სისხლის სამართლის საქმეს საგზაო პოლიციის თანამშრომლებზე თავდასხმისა და ასაფეთქებელი მოწყობილობების უკანონო ბრუნვის ფაქტზე. დადგენილია, რომ 23 თებერვლის ღამეს მამაკაცი მოსკოვში, სავიოლოვსკის სადგურთან, მორიგეობაზე მყოფ საგზაო პოლიციის სამ თანამშრომელს მიუახლოვდა და ასაფეთქებელი მოწყობილობა აამოქმედა. დანაშაულის შედეგად ადგილზე დაიღუპნენ საგზაო პოლიციის თანამშრომელი და თავად თავდამსხმელი, ხოლო  ორი პოლიციელი გადაუდებელი სამედიცინო დახმარებისთვის საავადმყოფოში გადაიყვანეს“ – განაცხადა რუსეთის საგამოძიებო კომიტეტის პრესსპიკერმა სვეტლანა პეტრენკომ.

მომხდარზე გამოძიება დაწყებულია. საგამოძიებო კომიტეტი თავდამსხმელის ვინაობისა და შესაძლო თანამზრახველების დადგენას ცდილობს. მიმდინარეობს მოწმეების დაკითხვა და სათვალთვალო კამერების ჩანაწერების შესწავლა.

 

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend