კატეგორიები

ტყის ხანძრებთან საბრძოლველად 2000-ზე მეტი მეხანძრეა მობილიზებული

ტყის ხანძრებთან საბრძოლველად 2000-ზე მეტი მეხანძრეა მობილიზებული
Copyright AP Photo/Bruno Fonseca

პორტუგალიაში ბოლო დღეებში გაჩენილი ტყის ხანძრების ჩასაქრობად 2000-ზე მეტი მეხანძრეა მობილიზებული.

18 აგვისტოს შუადღისას კვლავ მძინვარებდა სამი, საკმაოდ მასშტაბური ხანძარი.

ბრაგანსის რაიონში, ტორი-დი-მონკორვუში, გასულ უქმეებზე გაჩენილი ხანძრის ჩაქრობას 400-ზე მეტი მეხანძრე ცდილობს.

ამ მუნიციპალიტეტში ხანძარმა უკვე გაანადგურა 2000 ჰექტარზე მეტი მიწის ფართობი.  

ხელისუფლების შეშფოთებას იწვევს აროკასა და სანტუ-ტირსუში მძვინვარე ტყის ორი ხანძარიც.

ცეცხლის ჩაქრობის სამუშაოებში მთელი ქვეყნის მასშტაბით  ორ ათეულზე მეტი თვითმფრინავი მონაწილეობს.

ეროვნულმა მეტეოროლოგიურმა სამსახურმა ცხრა რაიონში ცხელი და მშრალი ამინდის გამო განგაშის ნარინჯისფერი დონე გამოაცხადა.   

დაკავშირებული ამბები
ლისაბონში რუსი სამხედროების მიერ 2022 წელს დაცხრილული სასწრაფოს მანქანა გამოფინეს ტყის ხანძრებთან საბრძოლველად 2000-ზე მეტი მეხანძრეა მობილიზებული