ვენეციასა და ჩინეთის დასავლეთით მდებარე პროვინცია ხუნანაში ოსტატები ისევ მისდევენ საუკუნოვან ხელოვნებას, როგორიცაა ნიღბების დამზადება და მიაოს ნაქარგები – რათა შეინარჩუნონ უძველესი ტრადიცია ამ სწრაფად ცვალებად სამყაროში.
ოდესღაც დედამიწის ზურგზე ერთ-ერთი ყველაზე მდიდარი ქალაქი ვენეცია საუკუნეების განმავლობაში აღმოსავლეთსა და დასავლეთს შორის ვაჭრობის ძირითადი ცენტრი იყო და ამის კვალი ახლაც შეიმჩნევა ამ ქალაქის ხელოვნებასა და სიმბოლოებში.
კომპანია Ca’ Macana-ში ვენეციური ნიღბების ოსტატი დავიდე ბელონი უძველესი ვენეციური ნიღბების ხელით დამზადების ხელოვნებას ისევ ინარჩუნებს. მისი ნიღბების დიზაინში დაცულია ისტორიული იკონოგრაფიის ტრადიციები და უხვად გვხვდება თანამედროვე ფანტასტიკური ჟანრის სტილიც. საუკუნეების განმავლობაში ნიღბების საშუალებით ვენეციელები საკუთარი ვინაობის დაფარვას ახერხებდნენ, დღეს კი ნიღბები შემოქმედებითი ნიჭის გამოვლენის საშუალებაა.
მსოფლიოს მეორე მხარეს კი ჩინური ტელეკომპანიის CGTN-ის გადაცემა Inheritors-ის წამყვანი იგორ შიშოვი ხუნანის პროვინციაში მიაოს ხალხის ტექნოლოგიით ქარგვის ოსტატს ი ჰუას შეხვდა.
მიაოს ხალხის კულტურის მიხედვით, საქორწინო სამოსზე ლოცვა-კურთხევა იქარგება. ტრადიციის მიხედვით, საქორწინო კაბის მოქარგვის დასრულებას ზოგჯერ სამი თაობა სჭირდებოდა. ერთ ძაფზე იკინძებოდა ბებიის, დედისა და ქალიშვილის გულები, რომლებიც დროს აერთიანებდა. სამივე სულ სხვადსხვა დროს ქარგავდა და მაინც, მათი ნაქარგი ერთსა და იმავე ქსოვილზე ხვდებოდა ერთმანეთს. ოსტატის განმარტებით, თითოეული ნაქარგი რაღაც ამბავს ყვება, რომელიც აცოცხლებს მეხსიერებასა და მიაოს ხალხის მიერ გავლილი მიგრაციის ხსოვნას ფერებისა და ფორმის საშუალებით.
რაც შეეხება ვენეციას, პადუის უნივერსიტეტის პროფესორმა ჯილბერტო არტიოლიმ აღმოაჩინა მოულოდნელი კავშირი ორ სამყაროს შორის: ქიმიური ანალიზის ჩატარების შემდეგ გაირკვა, რომ ვენეციის ყველაზე ცნობილი სიმბოლო წმინა მარკის ლომი ჩამოსხმული იმ სპილენძისგან, რომელიც ჩინეთიდან ჩამოიტანეს და დიდი ალბათობით რამდენიმე ასეული წლით ადრე მარკო პოლოს მოგზაურობამდე.
ავტორი: პოლ ჰაკეტი

