მთავარიაზიაირანიმასუდ ფეზეშქიანს აშშ-სთან სამართლიანი და თანასწორი მოლაპარაკებების გამართვა სურს

მასუდ ფეზეშქიანს აშშ-სთან სამართლიანი და თანასწორი მოლაპარაკებების გამართვა სურს

3 თებერვალს ირანის პრეზიდენტმა მასუდ ფეზეშქიანმა განაცხადა, რომ საგარეო საქმეთა მინისტრ აბას არაღჩის აშშ-სთან სამართლიანი და თანასწორი მოლაპარაკებების გამართვა დაავალა.

ამავდროულად, თეირანი ცდილობს ვაშინგტონთან დაძაბულობის განმუხტვას. როგორც ცნობილია,  დონალდ ტრამპი ირანს ანტისამთავრობო საპროტესტო აქციების სასტიკი დარბევის გამო სამხედრო ჩარევით დაემუქრა.

ფეზეშქიანის განცხადება თეირანის პოზიციის მნიშვნელოვან ცვლილებას მიუთითებს, რადგან  კვირების განმავლობაში თავად ემუქრებოდა აშშ-ს  და ურჩევდა კონფლიქტის  ესკალაციისგან თავი შეეკავებინა.

თეთრ სახლში აცხადებენ, რომ ისინი პრიორიტეტს შეთანხმებასა და დიპლომატიურ გამოსავალს ანიჭებენ, თუმცა ამავე დროს ყოველთვის არიან მზად  მოვლენების ნებისმიერი გზით განვითარების შემთხვევაში.

„პრეზიდენტი ტრამპი, პირველ რიგში, ამჯობინებს  დიპლომატიას,  თუმცა ტანგოს საცეკვაოდ ორი მონაწილეა საჭირო. დიპლომატიის მისაღწევად  მზადყოფნაში მყოფი პარტნიორია აუცილებელი. სწორედ ეს არის ის, რის გარკვევას და განხილვასაც აპირებს სპეციალური წარმომადგენელი სტივ უიტკოფი. თუმცა, როგორც ყოველთვის, პრეზიდენტ ტრამპს ირანთან დაკავშირებით სხვადასხვა ვარიანტიც აქვს განხილული.“ – განაცხადა თეთრი სახლის სპიკერმა კაროლინ ლევიტმა.

ზუსტი დრო და ადგილი ჯერჯერობით არ არის შეთანხმებული,  თუმცა მოლაპარაკებები ირანის ოფიციალურ პირებსა და შეერთებული შტატების სპეციალურ წარმომადგენელ სტივ უიტკოფს შორის სავარაუდოდ, უახლოეს დღეებში გაიმართება, მიუხედავად  3 თებერვალს მომხდარი ორი ინციდენტისა.  ბევრს მიაჩნდა, რომ ეს ინციდენტი მოლაპარაკებების ჩაშლის მიზეზი გახდებოდა.

როგორც ცნობილია, შეერთებული შტატების საზღვაო ძალების გამანადგურებელმა ჩამოაგდო ირანული დრონი, რომელიც რეგიონში ავიამზიდს უახლოვდებოდა.  შეერთებულმა შტატებმა თეირანი ამერიკის დროშის ქვეშ მცურავი გემის შეჩერების მცდელობაშიც დაადანაშაულა.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend