მთავარიაზიაღაზაისრაელის მიერ ღაზაზე მიტანილ იერიშს 23 პალესტინელის სიცოცხლე ემსხვერპლა

ისრაელის მიერ ღაზაზე მიტანილ იერიშს 23 პალესტინელის სიცოცხლე ემსხვერპლა

ღაზის ჯანდაცვის სამინისტროს ცნობით, ისრაელის მიერ ღაზაზე მიტანილი ბოლო იერიშების შედეგად  23 პალესტინელი დაიღუპა, მათ შორის არიან ქალები და ბავშვები.

ისრაელი აცხადებს, რომ ღაზაზე მიტანილი იერიში პასუხია იმ თავდასხმაზე, რომლის შედეგადაც ერთი ისრაელელი სამხედრო დაშავდა.  მშვიდობიან მოსახლეობაში მსხვერპლის რაოდენობა სულ უფრო იზრდება. ამიტომ ჩნდება კითხვა, რამდენად მოქმედებს ღაზაში ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება.

ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება, რომელიც შეერთებული შტატების შუამავლობით ოქტომბერში გაფორმდა,  მიზნად ისახავდა ისრაელსა და ,,ჰამასს“ შორის ორ წელზე მეტხანს მიმდინარე ომის შეჩერებას. მიუხედავად ამისა, ზავი არაერთხელ დაირღვა და ღაზაზე შეტევებიც გრძელდება.

ღაზის ჯანდაცვის უწყების მონაცემებით, ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების შემდეგ 550-ზე მეტი პალესტინელი დაიღუპა. ამავე პერიოდში დაიღუპა ოთხი ისრაელელი სამხედროც.

ამასთან, შეერთებულმა შტატებმა შექმნა პალესტინელი ექსპერტებისგან შემდგარი კომიტეტი, რომელიც ღაზაში მონიტორინგს აწარმოებს. მიმდინარე კვირაში ისრაელმა ღაზისა და ეგვიპტის საზღვრის გადასასვლელი  გახსნა, თუმცა მხოლოდ ქვეითად მოსიარულეებისთვის.

შეთანხმების ყველაზე რთული ნაწილი, რომელიც ,,ჰამასის“ განიარაღებასა და ღაზის აღდგენას ითვალისწინებს,  ჯერ არ დაწყებულა.

მიუხედავად ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებისა,  ძალადობის განახლების საფრთხე კვლავ მაღალია. ღაზაში მცხოვრებ მოსახლეობას, სამწუხაროდ, ისევ  მძიმე ჰუმანიტარულ პირობებში უწევს ცხოვრება.

 

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend