მთავარიამერიკააშშდონალდ ტრამპმა მთავრობის დაფინანსების კანონპროექტს ხელი მოაწერა

დონალდ ტრამპმა მთავრობის დაფინანსების კანონპროექტს ხელი მოაწერა

აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა დაამტკიცა მთავრობის დაფინანსების კანონპროექტი. ამით საბოლოოდ აღდგება ქვეყანაში ფედერალური მთავრობის მუშაობა. კანონპროექტს მანამდე წარმომადგენელთა პალატამ დაუჭირა მხარი.

„კარგი, დიდი მადლობა. ეს ძალიან მნიშვნელოვანი დღეა. ასეთი მნიშვნელოვანი დღეები ხშირად გვაქვს, თუმცა ეს განსაკუთრებულია. მოხარული ვარ, რომ ხელს ვაწერ კონსოლიდირებულ საბიუჯეტო კანონს, რომელიც დაუყოვნებლივ აღადგენს ფედერალური მთავრობის მუშაობას და მიმდინარე ფისკალური წლის ბოლომდე დააფინანსებს მთავრობის უმეტეს საქმიანობას. ეს კანონპროექტი დიდი გამარჯვებაა ამერიკელი ხალხისთვის. გაბერილი და ფუჭი ხარჯებით გავსებული უზარმაზარი პაკეტის ნაცვლად, მხარი დავუჭირეთ ისეთ შეთანხმებას, რომელიც ამცირებს ზედმეტ ფედერალურ ხარჯს და ამავე დროს მხარს უჭერს კრიტიკულად მნიშვნელოვან პროგრამებს ამერიკელი ხალხის უსაფრთხოებისა და კეთილდღეობისთვის“, – განაცხადა აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა.

რესპუბლიკელების მიერ კონტროლირებადმა წარმომადგენელთა პალატამ დოკუმენტი 217 ხმით 214-ის წინააღმდეგ მიიღო, რის შემდეგაც კანონპროექტი ხელმოსაწერად პრეზიდენტს გადაეგზავნა.

„ეს ძალიან მნიშვნელოვანი ნაბიჯია, ბატონო პრეზიდენტო. მადლობას გიხდით, რომ ამ ყველაფერს ხელმძღვანელობდით და რომ ეს პროცესი ბოლომდე მივიყვანეთ. დიდი ხანია, გვინდოდა, საბიუჯეტო პროცესში ჩვეულებრივ წესრიგს დავბრუნებოდით. დღეს აქ იმ ადამიანებთან ერთად დგახართ, რომლებიც ამ საქმეში ყველაზე გამოცდილები არიან. ჩვენ დავუბრუნდით ძველ წესს, საბიუჯეტო კანონპროექტს, რომელიც ახლა თქვენს მაგიდაზეა. შეიძლება, მცირე ნაბიჯად ჩანდეს, მაგრამ ეს დიდი საქმეა. წლიდან წლამდე ნაკლებ ფულს ვხარჯავთ. ეს ქვეყნისთვის კარგია. ამერიკა დაბრუნდა“, – განაცხადა წარმომადგენელთა პალატის სპიკერმა მაიკ ჯონსონმა.

დაფინანსების ვადის ამოწურვის გამო ათობით ფედერალური სააგენტო დაფინანსების გარეშე დარჩა, რამაც მთავრობის საქმიანობის შეზღუდვა გამოიწვია.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend