კატეგორიები

რუსული ძალების მიერ უკრაინის დედაქალაქ კიევზე თავდასხმის შედეგად ოთხი მშვიდობიანი მოქალაქე დაშავდა

რუსული ძალების მიერ უკრაინის დედაქალაქ კიევზე თავდასხმის შედეგად ოთხი მშვიდობიანი მოქალაქე დაშავდა

ოფიციალური პირების განცხადებით, 2 თებერვალს,  ღამით, რუსეთის ძალებმა უკრაინის დედაქალაქ კიევზე მიიტანეს იერიში, რის შედეგადაც დაშავდა ოთხი მშვიდობიანი მოქალაქე.

საგანგებო სამსახურების ცნობით, რუსული დრონებით თავს დაესხნენ დედაქალაქის რამდენიმე რაიონის სამოქალაქო ინფრასტრუქტურას.

გავრცელებულ კადრებში ჩანს საცხოვრებელი კორპუსის ზედა სართულებზე გაჩენილი ხანძარი.  შესაბამისი სამსახურები ხანძრის კერების ლოკალიზებას ცდილობენ.

ოფიციალური პირების ცნობით, თავდასხმის შედეგად დაზიანდა რამდენიმე საცხოვრებელი კორპუსი, სასწავლო დაწესებულება და ადმინისტრაციული შენობები, ასევე ავტომობილები და ელექტროგადამცემი ხაზები.

ქალაქში რამდენიმე ადგილას გაჩნდა ხანძარიც.

ამასთან, ვრცელდება ცნობები თავდასხმების შესახებ უკრაინის სიდიდით მეორე ქალაქ ხარკივზეც.

უკრაინის საზოგადოებრივი მაუწყებელის ცნობით, რუსულმა დარტყმების შედეგად ელექტროენერგიის მიწოდება შეწყდა ხარკივის რეგიონის ორ ქალაქში, იზიუმსა და ბალაკლიაში და ამასთან დაიბომბა ორი საცხოვრებელი კორპუსი ჩრდილოეთით მდებარე ქალაქ სუმიში.

სამხრეთ-აღმოსავლეთ დნეპროპეტროვსკის რეგიონის გუბერნატორმაც განაცხადა, რომ მის რაიონსაც დაესხნენ თავს, ხოლო საჰაერო თავდაცვის დანაყოფები საჰაერო იერიშების მოსაგერიებლად აქტიურად მუშაობდნენ მეზობელ ზაპოროჟიის რეგიონშიც.

Related news
უკრაინის საკითხზე ჟენევის მოლაპარაკებების მორიგი რაუნდი ხელშესახები შედეგის გარეშე დასრულდა კიევში უპასუხეს რუსეთის ბრალდებებს უკრაინისთვის ბირთვული არსენალის გადაცემის შესახებ