პაკისტანის პოლიციამ და სამხედრო ძალებმა გასულ უქმეებზე სამხრეთ-დასავლეთ ბელუჯისტანის პროვინციაში ინდოეთის მიერ მხარდაჭერილი ტერორისტების წინააღმდეგ ოპერაცია ჩაატარეს. დაღუპულია 145 ადამიანი.
ისლამაბადის განცხადებით, ოპერაცია, რომელიც რეგიონში თვითმკვლელი ტერორისტების შეიარაღებული თავდასხმის მეორე დღეს დაიწყო, 33 ადამიანი ემსხვერპლა.
პაკისტანში აცხადებენ, რომ დაღუპულთაგან 18 მშვიდობიანი მოქალაქეა, რომელთაგან ხუთი ქალია, სამი კი ბავშვი. დანარჩენი 15 უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომელია.
პროვინციის ხელმძღვანელმა სარფრაზ ბუგტიმ განაცხადა, რომ „ფიტნა ალ-ინდოსტანის“, იმავე ინდოეთის მიერ მხარდაჭერილი, სავარაუდოდ, კანონით აკრძალული ბელუჯისტანის განმათავისუფლებელი არმიის 145 სავარაუდო წევრის ცხედარი მათთანაა. დაღუპულთა შორის არიან ავღანეთის მოქალაქეებიც.
ბუგტი ხშირად ადანაშაულებდა ინდოეთსა და ავღანეთს თავდამსხმელების მხარდაჭერაში, თუმცა ქაბული და დელი ამ ბრალდებას უარყოფენ.
ეს დაჯგუფება მინერალებით მდიდარი პაკისტანის რეგიონში შეიარაღებული შეტაკებებისა და ტერორისტული თავდასხმების უმეტესობაზეა პასუხისმგებელი.
ისინი ხშირად ესხმიან თავს უსაფრთხოების ძალებს, ჩინეთისთვის საინტერესო სფეროებსა და ინფრასტრუქტურულ პროექტებს.
ოფიციალური პირების თქმით, თავდასხმების მიზანია, ისლამაბადს არ მისცეს რეგიონში ინვესტიციების მოზიდვის შესაძლებლობა, ასევე ჩამოაშოროს პაკისტანი გლობალურ ეკონომიკასა და შეაფერხოს მისი ვაჭრობა და განვითარება.
