კატეგორიები

კატარი ირანთან დაკავშირებული რეგიონული დაძაბულობის დეესკალაციის მიზნით დიპლომატიურ ძალისხმევას აძლიერებს

კატარი ირანთან დაკავშირებული რეგიონული დაძაბულობის დეესკალაციის მიზნით დიპლომატიურ ძალისხმევას აძლიერებს

ირანში შექმნილი კრიზისის მოსაგვარებლად კატარი რეგიონულ დიპლომატიურ ძალისხმევას მიმართავს. როგორც ცნობილია, თეირანი დასავლეთის მიმართ რიტორიკას მკვეთრად აძლიერებს.

შაბათს პრემიერი და საგარეო საქმეთა მინისტრი შეიხ მოჰამედ ბინ აბდულრაჰმან ალ-თანი თეირანში  ირანის უსაფრთხოების უმაღლეს წარმომადგენელს ალი ლარიჯანის შეხვდა. შეხვედრის მიზანი დაძაბულობის განმუხტვა და  რეგიონში მწვავე შედეგების თავიდან აცილება იყო.

პლატფორმა X-ზე ლარიჯანიმ განაცხადა, რომ „მოლაპარაკებების მომზადების კუთხით პროცესი წინ მიიწევს“.

ბოლო 24 საათის განმავლობაში ირანმა გააძლიერა თავისი რიტორიკა. მაღალი თანამდებობის პირები სულ უფრო ხშირად აკრიტიკებენ ევროკავშირსა და დასავლეთს, მიუხედავად იმისა, რომ, როგორც შეერთებული შტატების პრეზიდენტი დონალდ ტრამპი ამბობს, მოლაპარაკებები ჯერ კიდევ შესაძლებელია.

„ისინი ჩვენთან საუბრობენ, სერიოზულად გველაპარაკებიან“, – აცხადებს დონალდ ტრამპი.

ამასობაში კატარმა კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ მხარს უჭერს მშვიდობიანი გზით მიღებულ გადაწყვეტილებებს. მან ასევე რეგიონში კრიზისის შედეგებისგან მოსახლეობის  დაცვის აუცილებლობაზე გაამახვილა ყურადღება.

დოჰას განცხადებით, აუცილებელია მეგობარ ქვეყნებთან კოორდინაცია. ეს კი გულისხმობს კოლექტიურ თავშეკავებას და არა კონფრონტაციას.

თავის მხრივ, კატარი, ეგვიპტე და თურქეთი ყველაფერს აკეთებენ,   რათა თავიდან აიცილონ კრიზისის გამწვავება.

რეგიონული შუამავლების პრიორიტეტია დიპლომატიის შენარჩუნება და დაძაბულობის  კონფლიქტში გადაზრდის თავიდან აცილება.

კვირას ირანის პარლამენტის სპიკერმა განაცხადა, რომ ისლამური რესპუბლიკა ევროკავშირის ყველა სამხედრო ძალას ტერორისტულ დაჯგუფებად აცხადებს. ეს იყო საპასუხო ნაბიჯი მას შემდეგ, რაც  ევროკავშირმა მთელი ქვეყნის მასშტაბით საპროტესტო აქციების დარბევის გამო ირანის ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსი ტერორისტულ დაჯგუფებად გამოაცხადა.

დაკავშირებული ამბები
ირანის ეროვნული ვალუტა ისტორიულ მინიმუმამდე ეცემა ირანის ფეხბურთის ფედერაციის წევრები კანადაში არ შეუშვეს