მთავარიამერიკაპერუპერუში მექსიკის საელჩოს შენობას ბრაზილიის მთავრობა აკონტროლებს

პერუში მექსიკის საელჩოს შენობას ბრაზილიის მთავრობა აკონტროლებს

მექსიკასა და პერუს შორის დიპლომატიური დაძაბულობის ფონზე პერუს დედაქალაქ ლიმაში მექსიკის საელჩოს შენობას ბრაზილიის მთავრობა აკონტროლებს. დაპირისპირების მიზეზი მექსიკის პრეზიდენტის, კლაუდია შეინბაუმის, მიერ ადგილობრივი პოლიტიკოსისთვის თავშესაფრის მინიჭებაა.

ბრაზილიის საგარეო საქმეთა სამინისტროდან ორი წყარო ადასტურებს, რომ ლიმაში მექსიკის საელჩოს შენობაზე ბრაზილიის დროშა ფრიალებს.

პერუმ მექსიკასთან დიპლომატიური ურთიერთობები ორ თვეზე მეტია გაწყვიტა. ეს კი მას შემდეგ მოხდა, რაც მექსიკის პრეზიდენტმა თავშესაფარი მისცა პერუს ყოფილ პრემიერ-მინისტრ ბეტსი ჩავესს, რომელსაც აჯანყებისთვის 11 წელზე ხანგრძლივი პატიმრობა ჰქონდა მისჯილი.

პერუს საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელმა შაბათს, 24 იანვარს, განაცხადა, რომ ბრაზილიამ მექსიკის საელჩოს მართვა ადგილობრივ ხელისუფლებასთან გარკვეული კოორდინაციის შემდეგ გადაიბარა. მექსიკის ხელისუფლებას კი ამ ნაბიჯთან დაკავშირებით საჯარო კომენტარი ჯერ არ გაუკეთებია.

36 წლის ბეტსი ჩავესს თავშესაფარი 3 ნოემბერს მიენიჭა. მას შემდეგ იგი საელჩოში ცხოვრობს და ტერიტორიის დატოვებისთანავე დაპატიმრება ემუქრება.

ჩავესს პატიმრობა მიესაჯა ყოფილი პრეზიდენტის, პედრო კასტილიოს, ინიციატივაში მონაწილეობის გამო, რომლის მიზანიც 2022 წლის 7 დეკემბერს კონგრესის დათხოვნა იყო. ამან კასტილიო იმპიჩმენტამდე მიიყვანა.

პერუს კონგრესმა კლაუდია შეინბაუმი persona non grata-დ გამოაცხადა და ბეტსი ჩავესისთვის თავშესაფრის მინიჭება ქვეყნის შიდა საქმეებში ჩარევად შეაფასა.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend