კატეგორიები

ისრაელის სამხედროებმა ღაზაში მიწისქვეშა გვირაბის მარშრუტი გაანადგურეს

ისრაელის სამხედროებმა ღაზაში მიწისქვეშა გვირაბის მარშრუტი გაანადგურეს

ისრაელის სამხედრო ძალებმა გაავრცელეს ვიდეოკადრები, რომლებშიც ღაზის სექტორში, ე.წ. „ყვითელი ხაზის“ აღმოსავლეთით, სამხედროების ქმედებებია ასახული.

ისრაელის სამხედროების ცნობით, მათ აღმოაჩინეს და გაანადგურეს დაახლოებით ერთი კილომეტრი სიგრძის მიწისქვეშა გვირაბის მარშრუტი.

ისრაელის არმიის განცხადებითვე, გვირაბში განთავსებული იყო იარაღი და სამი სამალავი, რომელსაც „ჰამასი“ იყენებდა.

ამასთან, ღაზის ჯანდაცვის სამინისტროს მონაცემებით, 10 ოქტომბერს ცეცხლის შეწყვეტის ძალაში შესვლის შემდეგ 470-ზე მეტი პალესტინელი დაიღუპა.

უწყების ინფორმაციით, 77 ადამიანი დაიღუპა იქ, სადაც ცეცხლის შეწყვეტის ხაზი გადის. ეს ტერიტორია ისრაელის კონტროლირებად ნაწილსა და  პალესტინელებით დასახლებულ ადგილს შორისაა.

ღაზის სექტორში ვითარება კვლავ დაძაბულია, მხარეებს შორის ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმის მიუხედავად. ისრაელის არმია ოპერაციების გაგრძელებას გეგმავს. ღაზის ჯანდაცვის სააგენტო იუწყება, რომ  მსხვერპლის რაოდენობა იზრდება.

Related news
დასავლეთ სანაპიროზე ისრაელელებმა პალესტინელების ათეულობით სახლი და სხვა ნაგებობა დაანგრიეს ისრაელის პრეზიდენტი იცხაკ ჰერცოგი ავსტრალიის პრემიერს ენტონი ალბანესს შეხვდა