მარინ ლე პენის სააპელაციო სარჩელზე პასუხი განსაზღვრავს, შეძლებს თუ არა ულტრამემარჯვენე ლიდერი 2027 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობას.
57 წლის ფრანგი პარლამენტარი სააპელაციო სასამართლოს დერეფნებში გამოჩნდა იმ საქმის ფარგლებში, რომლითაც მას ევროკავშირის სახსრების გაფლანგვას ედავებიან. კერძოდ, მარტში მისთვის გამოტანილი განაჩენით მარინ ლე პენმა 2004-2016 წლებში ევროპარლამენტის ფინანსური რესურსი საკუთარი პარტიის თანამშრომლებს მოახმარა, რაც კანონმდებლობასთან შეუთავსებელია. თავად ლე პენი ამბობს, რომ უდანაშაულოა.

გაზაფხულზე გამოტანილი განაჩენით მარინ ლე პენს 4-წლიანი პატიმრობა განესაზღვრა, მათგან 2 წელი შინაპატიმრობის ქვეშ. მისთვისვე განისაზღვრა სახელმწიფო სამსახურის დაკავებაზე 5-წლიანი აკრძალვა. საქმის ფარგლებში არსებობს დაცვის ქვეშ მყოფი კიდევ 11 პირი, რომელთა საქმეზე მოსმენაც უკვე დაიწყო.
სააპელაციო სარჩელის განხილვა 12 თებერვლამდე გაგრძელდება, თუმცა ვერდიქტის გამოტანას ზაფხულამდე ელიან.

