მთავარიCrossing Culturesზეითუნის ზეთი და ძინჰუის ლორი - სურსათის მსოფლიო მემკვიდრეობის ორი...

ზეითუნის ზეთი და ძინჰუის ლორი – სურსათის მსოფლიო მემკვიდრეობის ორი პროდუქტი, რომლებსაც მრავალი საუკუნეა, ამზადებენ

ორი ძველთაძველი დელიკატესის მაგალითზე ნათელი ხდება, თუ როგორ უყრის საფუძველს სურსათის მსოფლიო მემკვიდრეობას ტრადიცია, გეოგრაფია და მომზადების ტექნოლოგია ანდალუსიიდან აღმოსავლეთ ჩინეთამდე.

სამხრეთ ესპანეთში ზეითუნის ზეთის წარმოება სოფლის ტიპის დასახლებებში ეკონომიკის ხერხემალი იყო, რომელიც აერთიანებს საუკუნოვან ცოდნასა და დამუშავების თანამედროვე ტექნოლოგიას, ზეითუნის ზეთი კი მთელ მსოფლიოში გადის ექსპორტზე.

ჩინეთში ჭეძიანგის პროვინციაში ძინჰუის ლორი მზადდება ისევ იმ ძველთაძველი ტექნოლოგიით, რომელიც დიდ სიზუსტეს მოითხოვს და ათას წელზე დიდი ხნის განმავლობაში იხვეწებოდა. ამ ლორს ადგილწარმოშობის დასახელების სტატუსიც იცავს.

მართალია, ამ ორ პროდუქტს გეოგრაფიულად დიდი მანძილი აშორებს ერთმანეთისგან, მაგრამ ორივეს მისაღებად დიდი სიზუსტეა საჭირო, როგორც ზეთისხილის მოსავლის მოყვანის კუთხით ზეითუნის ზეთის შემთხვევაში, ისე ხორცის დავარგების პროცესში ლორის შემთხვევაში. ასევე აუცილებელია ხარისხის კონტროლი, რათა პროდუქტმა შეინარჩუნოს გემო და თვითმყოფადობა.

ორივე პროდუქტი ზეითუნის ზეთიც და ძინჰუის ლორიც ნათელი მაგალითია იმისა, თუ რა მჭიდრო კავშირშია ერთმანეთთან კულტურული მემკვიდრეობა, ადგილობრივი ოსტატობა და თანამედროვე ბაზრები, რათა ტრადიციული პროდუქტი გლობალიზებულ სამყაროშიც მოთხოვნადი იყოს.

ავტორი: პოლ ჰაკეტი

 

 

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend