კატეგორიები

აშშ ვენესუელასთან ურთიერთობის გადახედვას აპირებს

აშშ ვენესუელასთან ურთიერთობის გადახედვას აპირებს

აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი აპირებს, გარკვეულ ეტაპზე შეხვდეს ვენესუელის დროებით პრეზიდენტ დელსი როდრიგესს.

გასულ კვირას აშშ-ისა და ვენესუელის ლიდერებმა განაცხადეს, რომ განიხილავენ ურთიერთობის აღდგენის საკითხს.

ვენესუელის მთავრობა გეგმავს დელეგაციის გაგზავნას აშშ-ში, თუმცა კონკრეტული თარიღი არ დაუსახელებია. ქვეყნის ნებისმიერი დელეგაციის აშშ-ში გასამგზავრებლად ფინანსთა სამინისტრომ დროებით უნდა გააუქმოს სანქციები.

დელსი როდრიგესი, ვენესუელის საგარეო საქმეთა მინისტრი Copyright AP

„კუბის მთავრობასთან ვთანამშრომლობთ. ძალიან მალე შეიტყობთ ინფორმაციას. ერთ-ერთი საკითხი, რომლის მოგვარებაც მინდა, ეხება იმ ადამიანებს,  რომლებიც კუბიდან გააძევეს, ან იძულებით  დატოვეს ქვეყანა. ისინი დღეს შეერთებული შტატების შესანიშნავი მოქალაქეები არიან“, – განაცხადა აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა.

ნავთობკომპანიების ხელმძღვანელებთან შეხვედრისას ტრამპი მათ დამშვიდებას შეეცადა.  მისი თქმით, ისინი პირდაპირ აშშ-სთან ითანამშრომლებენ და არა ვენესუელის მთავრობასთან.

„კი, მშვიდობის საბჭო ყალიბდება. მასში შევლენ  ყველაზე მნიშვნელოვანი ქვეყნების ლიდერები. ჩვენ შევარჩევთ შესაბამის ქვეყნებსა და ლიდერებს.  სწორედ ისინი იქნებიან მშვიდობის საბჭოში“, – აცხადებს დონალდ ტრამპი.

ღაზაში პალესტინელი ტექნოკრატების ხელმძღვანელობით შექმნილი კომიტეტი აიღებს ტერიტორიის მართვაზე პასუხისმგებლობას, როგორც ეს აშშ-ის შუამავლობით შემუშავებული სამშვიდობო გეგმით არის განსაზღვრული. თუმცა ჯგუფს არ დაუკონკრეტებია, როდის განხორციელდება ეს ცვლილება.

დაკავშირებული ამბები
დონალდ ტრამპი აცხადებს, რომ ვენესუელა არჩევნებისთვის „ჯერ მზად არ არის“ ვენესუელის მთავრობაში სჯერათ, რომ აშშ-სთან გაფორმებული ნავთობშეთანხმება სარგებლის მომტანი იქნება