მთავარიაზიაღაზაღაზის სექტორში ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებასთან დაკავშირებული პროგრესი შენელებულია

ღაზის სექტორში ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებასთან დაკავშირებული პროგრესი შენელებულია

თითქმის ორწლიანი საბრძოლო მოქმედების შემდეგ ღაზაში იძულებით გადაადგილებულებს, რომლებიც გაცვეთილ კარვებში ცხოვრობენ,  ცივ ზამთართან გამკლავება უწევთ.  როგორც ჩანს,  რეგიონში ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებასთან დაკავშირებული პროგრესიც შენელებულია. ჯერ არ დამდგარა მეორე რთული ფაზა, რომელიც საერთაშორისო მმართველი ორგანოს დანიშვნასა და განადგურებული პალესტინის ტერიტორიის აღდგენას გულისხმობს.

შეერთებული შტატების პრეზიდენტი დონალდ ტრამპი ორშაბათს, 29 დეკემბერს, ისრაელის პრემიერ-მინისტრ ბენიამინ ნეთანიაჰუს შეხვდა, მას ღაზის სექტორთან დაკავშირებული შეთანხმების მეორე ფაზაზე რაც შეიძლება სწრაფად გადასვლა სურს.

ნეთანიაჰუ კი, რომელმაც შეერთებულ შტატებში ვიზიტის დროს ცალკეული შეხვედრები გამართა სახელმწიფო მდივან მარკო რუბიოსა და თავდაცვის მდივან პიტ ჰეგსეთთან, არ ჩქარობს შემდეგ ფაზაზე გადასვლას, სანამ მძევლად აყვანილ რან გვილის ნეშტს არ გადმოასვენებენ.

მიუხედავად იმისა, რომ შეთანხმება ჯერ კიდევ ძალაში რჩება, პროგრესი მაინც შენელებულია.

„ჰამასის“ მიერ  2023 წლის 7 ოქტომბერს გატაცებული გვილის ნეშტი კვლავ ღაზაში რჩება.

ცეცხლის შეწყვეტის შემდეგი ფაზა კი სტაბილიზაციის საერთაშორისო ძალების განლაგებას, ღაზის სექტორისთვის ტექნოკრატიული მმართველი ორგანოს შექმნას, „ჰამასის“ განიარაღებასა და ისრაელის ჯარების ტერიტორიიდან  გაყვანას ითვალისწინებს.

ისრაელი და „ჰამასი“ პერიოდულად ერთმანეთს ზავის დარღვევაში ადანაშაულებენ.

„ჰამასის“ მიერ მართულმა ღაზის ჯანდაცვის სამინისტრომ განაცხადა, რომ ათობით ადამიანი, მათ შორის ორი კვირის ჩვილი ჰიპოთერმიით, ან ცუდი ამინდის დროს ისედაც დაზიანებული სახლების ჩამონგრევის შედეგად დაიღუპა.

ჰუმანიტარული ორგანიზაციების მოთხოვნაა  ტერიტორიაზე მეტი თავშესაფრის მოწყობა და სხვა აუცილებელი დახმარების შეტანა.

საგანგებო და შესაბამისი სამსახურები მოსახლეობას მოუწოდებენ, არ შეაფარონ თავი დაზიანებულ შენობებს.

თუმცა,  ტერიტორიის უდიდესი ნაწილი ნანგრევებად არის ქცეული, რეგიონში, ფაქტობრივად, არ მოიპოვება ადგილი, სადაც ადამიანს  სიცივისა და უამინდობისგან თავის დაღწევა შეეძლება.

უახლესი

სხვა ამბები

ქართული სპორტი 2025

spot_imgspot_img
Send this to a friend