დოჰამ ფრანკას ფონდის პირველ დიდ მიღებას უმასპინძლა, რომელიც ფრანკა სოცანის ხსოვნას მიეძღვნა და პრევენციული გენომიკისთვის 4 მილიონი დოლარის შემოწირულება მიიღო. პარალელურად დოჰაში იმართება დიზაინერული სტარტაპჰაბის „ემ-შვიდის“ M7 გამოფენა „ძაფების გავლენა“, რომელშიც მონაწილეობს 100 დიზაინერი ამ რეგიონიდან. ეს ორი კულტურული ღონისძიება ხაზს უსვამს, რომ კატარი კულტურისა და შემოქმედების ცენტრად ყალიბდება.
მოდის, ხელოვნებისა და კულტურის გამოჩენილი სახეები დოჰაში შეიკრიბნენ. მიზეზი ფრანკას ფონდის გალა მიღება გახლდათ, რომელიც ისლამური ხელოვნების მუზეუმში ჩატარდა და რომელზეც გლობალური მოდის სამყაროს ვარსკვლავები მსოფლიოს ყველა კუთხიდან ჩავიდნენ, რათა პატივი მიეგოთ ჟურნალ Vogue Italia-ს რედაქტორის ფრანკა სოცანის ხსოვნისთვის.
გალა-მიღებაზე, რომელსაც შეიხა ალ-მეიასა და ანა ვინტური უძღვებოდნენ, პატივი მიაგეს სოცანის ღვაწლს როგორც შემოქმედებით სფეროში, ისე საზოგადოებრივ ასპარეზზე.
როდესაც სოცანი 2016 წელს ფილტვის კიბოთი გარდაიცვალა, მისმა ვაჟმა დააფუძნა ფრანკას ფონდი პრევენციული გენომიკისთვის და თანამშრომლობა დაიწყო ჰარვარდის გენეტიკის მკვლევარ დოქტორ რობერტ გრინთან, რათა დნმ-ზე დაფუძნებული სამედიცინო კვლევების განვითარებას შეუწყოს ხელი. დოჰის გალა-მიღებაზე 4 მილიონ დოლარზე მეტი შემოწირულება შევიდა. 2025 წელს დოჰაში ჩატრებული გალა-საღამო სტარტაპცენტრ M7-თან პარტნიორობით ჩატარდა, რომელმაც პირველად მოაწყო 100 ახლო აღმოსავლეთისა და ჩრდილოეთ აფრიკის რეგიონის მკვიდრი დიზაინერის ნამუშევარის გამოფენა ერთ სივრცეში. გამოფენა სახელწოდებით „ძაფების გავლენა“ აჩვენებს, თუ როგორ იზრდება დოჰის, როგორც გლობალური ჰაბის როლი მოდისა და კულტურის სამყაროში.
ავტორი: ევრონიუსი

