NATO-ს გენერალური მდივნის, მარკ რუტეს განცხადებით, პრეზიდენტ დონალდ ტრამპის ადმინისტრაციის ამჟამინდელი კურსის მიუხედავად, ამერიკის შეერთებულ შტატებთან თავდაცვის საკითხებში თანამშრომლობაზე ევროკავშირმა სრული უარი არ უნდა თქვას.
მისივე განმარტებით, შტატებს მოლოდინი აქვს, რომ ევროპა საკუთარ თავზე უფრო მეტ პასუხისმგებლობას აიღებს და თავდაცვისთვის მეტს დახარჯავს.
„საბოლოოდ, საუბარი იმაზეა, რომ ეს შეერთებულ შტატებთან ერთად გავაკეთოთ“, – თქვა მარკ რუტემ ევროპის სახალხო პარტიის ლიდერის, მანფრედ ვებერის განცხადებებზე გამოხმაურებისას. ვებერის თქმით, ევროპამ „ევროპული ნატო“ უნდა შექმნას, რაგან შტატებზე უპირობოდ დაყრდნობა აღარ შეიძლება.
NATO-ს გენერალური მდივნმა განაცხადა, რომ ევროპელ პოლიტიკოსს ძალიან აფასებს, თუმცა ამ საკითხზე მათი აზრები იყობა. „სრულიად ვარ დარწმუნებული, რომ შეერთებულ შტატები NATO-ს მხარს უჭერს. ამაში ეჭვი არ მეპარება“, – აღნიშნა მარკ რუტემ და თქვა ისიც, რომ NATO მხოლოდ ევროკავშირი და შეერთებული შტატები არ არის.


