კატეგორიები

თამარ მეარაყიშვილი ადვოკატმა მოინახულა

თამარ მეარაყიშვილი ადვოკატმა მოინახულა
არასამთავრობო ორგანიზაცია „სოციალური სამართლიანობის ცენტრის“ დირექტორის, თამთა მიქელაძის განცხადებით, ოკუპირებულ ტერიტორიაზე დაკავებული საქართველოს მოქალაქე, თამარ მეარაყიშვილი ადვოკატმა მოინახულა.

როგორც ის ,,ფეისბუქზე” წერს, თამარ მეარაყიშვილი საკვების მიღებაზე პროტესტის ნიშნად უარს ამბობს.

,,ადვოკატის თქმით, თამარი ნორმალურად არის, მაგრამ უარს ამბობს საკვების მიღებაზე პროტესტის ნიშნად. იმედი მაქვს, რომ ამაზე თამარი უარს იტყვის შემდეგ დღეებში. ხვალ იქნება აღკვეთის ღონისძიების გამოყენების თაობაზე სასამართლო სხდომა და ამ დროს ადვოკატი მოიპოვებს წვდომას მასალებზე და იმედი მაქვს, რომ უფრო მეტი გვეცოდინება მის საქმეზე”,- წერს თამთა მიქელაძე.

ოკუპირებულ ცხინვალის ე.წ. გენერალური პროკურატურის ინფორმაციით, საქართველოს მოქალაქე, თამარ მეარაყიშვილი ჯაშუშობის ბრალდებით დააკავეს. ის წარსულშიც იყო დაკავებული. მას ჩამორთმეული ჰქონდა პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტები და აკრძალული ჰქონდა ოკუპირებული ტერიტორიიდან გასვლა. სწორედ ამის გამო, წლები განმავლობაში, ის ვერ ტოვებდა ოკუპირებული ახალგორის ტერიტორიას და ვერ გადმოდიოდა საქართველოს მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე.

Related news
გამოწვევებით სავსე წელი საქართველოსთვის ხალხის აზრით: როგორი იყო 2025 წელი საქართველოსთვის?