მთავარისაქართველოსაპროტესტო აქციებისას ტროტუარზე დგომისთვის მოქალაქე სასამართლოში დაიბარეს

საპროტესტო აქციებისას ტროტუარზე დგომისთვის მოქალაქე სასამართლოში დაიბარეს

საპროტესტო აქციების მონაწილე ანი ახმეტელი სოციალურ ქსელში წერს, რომ შსს აქციაზე ტროტუარზე დგომით ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის დარღვევას ედავება. როგორც თავად აქციის მონაწილე წერს მას ედავებიან „ხალხის სავალი ნაწილის ჩახერგვას“, რაც გამოიხატა ტროტუარზე დგომით და ეს არის პირველი პრეცენდენტი, როდესაც საპროტესტპ აქციისას ტროტუარზე დგომისთვის მოქალაქეს ბრალს უყენებენ.

„ქართულმა ოცნებამ” 10 დეკემბერს დაჩქარებული სახით განიხილა და მესამე მოსმენით მიიღო კანონპროექტი, რომლითაც სავალდებულო გახდა „ხალხის ან ტრანსპორტის სავალ ადგილას“ აქციის გამართვისთვის პოლიციის 5 დღით ადრე გაფრთხილება. ​

იმ შემთხვევაში თუ სამმართალდამცველები ჩათვლიან, რომ აქციის მონაწილეები ამ წესს არღვევენ, მაშინ მათ პოლიცია „კანონის დარღვევის შესაწყვეტად“ 15 წუთს მისცემს.

სახალხო დამცველის განცხადებით, ახალი კანონი, რომელიც „ხალხის სავალ ნაწილზე“ აქციის გამართვაზე რეგულაციას აწესებს, შსს-მ ისე არ უნდა აღასრულოს, რომ დემონსტრაციის გასამართად ნებართვის აღებას დაემსგავსოს.

უახლესი

სხვა ამბები

ქართული სპორტი 2025

spot_imgspot_img
Send this to a friend