აბუ-დაბიში გაიხსნა ბუნებისმეტყველების მუზეუმი, რომელიც ყველაზე დიდია ახლო აღმოსავლეთში და რომელიც მნახველებს დედამიწისა და კოსმოსის 13 მილიარდი წლის ისტორიას სთავაზობს. მუზუმი, რომელშიც გამოფენილია იშვიათი ნამარხები და დაცულია მნიშვნელოვანი სამეცნიერო კოლექციები, წარუშლელ შთაბეჭდილებას ტოვებს დამთვალიერებელზე.
ახლო აღმოსავლეთის ყველაზე დიდი ბუნებისმეტყველების მუზეუმი, რომელიც აბუ-დაბის საადიატის კულტურის უბანში გაიხსნა, მეცნიერებისა და კვლევის შედეგად აღდგენილ 13 მილიარდი წლის ისტორიას იტევს. მუზეუმში დაცული საოცარი ექსპონატები ჩვენი პლანეტის წარმოშობისა და დედამიწის ისტორიის ამბავს გვიყვება.
სახეობა სახელწოდებით „სტანი“ ტირანოზავრების ერთ-ერთი ყველაზე უკეთ შემონახული ექსპონატია. მისი ძვლები და კბილები შესანიშნავ მდგომარეობაშია.
მუზუემის გამორჩეულ ექსპონატებს შორის არის მთვარის ქვა, რომელსაც შეგიძლიათ შეეხოთ კიდეც, ასევე 25-მეტრიანი ვეშაპის თავის ქალა და მუზეუმის ყველაზე ძველი ნივთი. აქვე გამოფენილია მურჩისონის მეტეორიტი, რომელიც კაცობრიობისთვის ცნობილი კომოსიდან ჩამოვარდნილი ერთ-ერთი ყველაზე პრიმიტიული ქვაა. ეს ქვა დაახლოებით ოთხ-ნახევარი მილიარდი (4.5) წლის წინ ჩვენი მზის სისტემის წარმოქმნის დროს ჩამოსტყდა ასტეროიდს.
მუზუემის საგამოფენო დარბაზებში წარმოდგენილი იქნება კულტურული პროგრამებიც, მაგალითად, „ტრიცერატოფსების მარში“ – ეს არის ტრიცერატოფსების ჯოგის პირველი ჩონჩხი, რომელიც იპოვეს ჩრდილოეთ აფრიკაში.
საზოგადოებისთვის განკუთვნილი ინტერაქტიული და სამეცნიერო პროგრამები ერთმანეთთან აკავშირებს წარსულს, აწმყოსა და მომავალს, რითაც ავითარებს წარმოსახვის უნარს და სწავლის წყურვილს უნერგავს მომავალ თაობას.
ავტორი: ევრონიუსი

